Guest Merlin Posted 1 მაისი, 2021 Posted 1 მაისი, 2021 ბოლო ოთხი თვის მანძილზე ეთერიუმის მაინერების შემოსავალი რეკორდულად იზრდება. თუ მარტში მეორე კრიპტოვალუტის მაინერების თვიურმა შემოსავალმა 1.38 მილიარდი დოლარი შეადგინა, აპრილში ეს მაჩვენებელი 1.59 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან ტრანზაქციებიდან მიღებული საკომისიოს სახით მაინერებმა 702 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/05/010521_eth_mining_revenue.jpg აპრილში ეთერიუმის ქსელში ასევე რეკორდული რაოდენობის – 40 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/05/010521_eth_transactions.jpg მაინერების შემოსავალზე გავლენას ETH-ის მზარდი კურსიც ახდენს, რომელიც ამჟამად 2850$-ს შეადგენს. ეთერიუმის ქსელში Proof-of-Stake (PoS) კონსესუსის ალგორითმზე ეტაპობრივი გადასვლა მიმდინარეობს. ამჟამად სტეიკინგისთვის სადეპოზიტო კონტრაქტზე 4 მილიონი ETH არის ბლოკირებული, რაც 11 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ცოტახნის წინ სამაინინგო აღჭურვილობის მწარმოებელმა Bitmain ეთერიუმის მაინინგისთვის ახალი ASIC მაინერის, Antimer E9-ის გამოშვების შესახებ გამოაცხადა. წყარო: https://bits.media The post ეთერიუმის მაინერების შემოსავალმა აპრილში ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა