Jump to content
×
×
  • Create New...

ambebi.ge


რედაქცია
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
მესამე :facepalm: მეტი აღარ გამიგრძელებია და იქნებ ვინმეს დააინტერესოს – მეთქი დანარჩენი 7 სიბრძნე :58:
 
10 მარტივი მეთოდი, როგორ უნდა დაზოგო თანხა
10:53 / 29-04-2021
10 მარტივი მეთოდი, როგორ უნდა დაზოგო თანხა

რა თან­ხა სჭირ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ ადა­მი­ანს კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის? - ამ რი­ცხვის ზუს­ტად და­სა­ხე­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ყო­ველ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თან­ხა და­ა­სა­ხე­ლოს, მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და მისი შე­მო­სა­ვა­ლი.

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ციფ­რებს ასა­ხე­ლე­ბენ. რო­გორც წესი, ეს ციფ­რე­ბი მათ შე­მო­სა­ვალ­ზე მა­ღა­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სწრა­ფად გა­ზარ­დოს თა­ვი­სი ბი­უ­ჯე­ტი. სწო­რედ ასეთ დროს, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რია ეკო­ნო­მი­ის სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რს ხარ­ჯავს არც თუ ისე სა­სარ­გებ­ლო, ძვი­რი­ან საჭ­მელ­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნებ­ში. და­ზო­გი­ლი ფული - გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლია. თან­ხე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის სწო­რი მიდ­გო­მით, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­ზო­გოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა, ამას­თან, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ კომ­ფორ­ტი და ცხოვ­რე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა.

გთა­ვა­ზობთ 10 მარ­ტივ მე­თოდს, რო­მე­ლიც თან­ხის და­ზოგ­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ:

1. უარი თქვით არა­სა­ჭი­რო ხარ­ჯებ­ზე

12-39298.jpg

შე­ზღუ­დეთ კა­ფე­ში ჭამა. იქ შე­გიძ­ლი­ათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს წახ­ვი­დეთ. საკ­ვე­ბის ფა­სე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე სახ­ლში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­სა. მო­ამ­ზა­დეთ სახ­ლში. შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ კონ­ტე­ი­ნე­რი და სამ­სა­ხურ­ში სახ­ლი­დან ატა­როთ ლან­ჩი. ეს მე­თო­დი საგ­რძნობ­ლად შე­გიმ­ცი­რებთ ყო­ველ­თვი­ურ ხარჯს.

11-39356.jpg

2. გა­მორ­თეთ შუქი იმ ოთახ­ში, სა­დაც არ ხართ და ნუ და­ტო­ვებთ ელექტრო­ო­ბას ქსელ­ში ჩარ­თულს

10-39384.jpg

თქვენ და­ზო­გავთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას, თუ ხში­რად გა­მორ­თავთ ყვე­ლა მო­წყო­ბი­ლო­ბას, რი­თიც მო­ცე­მულ მო­მენ­ტში არ სარ­გებ­ლობთ. სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე შე­მო­ი­ა­რეთ ყვე­ლა ოთა­ხი და ჩა­აქ­რეთ სი­ნათ­ლე. წვრი­ლი ტექ­ნი­კა გა­თი­შეთ დე­ნის წყა­რო­დან (ყა­ვის აპა­რა­ტი, ტოს­ტე­რი, მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლი, ტე­ლე­ფო­ნი და ა.შ.). და­ა­ყე­ნეთ ეკო­ნომ ნა­თუ­რე­ბი.

3. ია­რეთ სა­ყიდ­ლებ­ზე „2 ნა­ბი­ჯში“

3-39416.jpg

რა­ტომ უნდა გა­და­ი­ხა­დოთ მეტი ერ­თი­და­ი­გი­ვე პრო­დუქ­ტში, ძვი­რი­ან მარ­კეტ­ში? ისეთ პრო­დუქ­ტებს, რო­გო­რი­ცაა ფქვი­ლი, შა­ქა­რი, ბურ­ღუ­ლი, ზეთი, მა­კა­რო­ნი და ა.შ. - სხვა­დას­ხვა მარ­კეტ­ში სხვა­დას­ხვა ფას­ნა­მა­ტი აქვს. სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ „2 ნა­ბი­ჯში“ პრო­დუქ­ტი ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამას­თან, ხში­რად არის აქ­ცი­ე­ბი და ფას­დაკ­ლე­ბე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­ა­კე­თოთ მა­რა­გი და და­ზო­გოთ თან­ხა.

4. გა­მორ­თეთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­ბე­ლი

8-39439.jpg

თუ ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი პა­კე­ტით სარ­გებ­ლობთ, ყო­ველ­თვი­უ­რად საკ­მა­ოდ ბევრ თან­ხას ხარ­ჯავთ. შე­გიძ­ლი­ათ და­ზო­გოთ თან­ხა და გა­ცი­ლე­ბით ბი­უ­ჯე­ტუ­რი სერ­ვი­სით ისარ­გებ­ლოთ. მა­გა­ლი­თად, Netflix-ით, ან ინ­ტერ­ნეტ-ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკო­ნომ­პა­კე­ტით.

5. არ და­უშ­ვათ იმ­პულ­სუ­რი ხარ­ჯი

7-39463.jpg

მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რულ­მა შე­იძ­ლე­ბა წა­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­ი­ძუ­ლოთ. ხში­რად ხდე­ბა, რომ ვყი­დუ­ლობთ ნივ­თებს, რომ­ლებ­საც არ ვი­ყე­ნებთ. აქ­ცი­ებ­ზე ნა­ყიდ ტან­საც­მელს შე­იძ­ლე­ბა ვერ შე­უ­ხა­მოთ „ლუქი“ და ტყუ­ი­ლად გე­კი­დოთ გარ­დე­რობ­ში. თუ რა­ღაც მო­გე­წო­ნე­ბათ, მო­ი­ცა­დეთ რამ­დე­ნი­მე დღე. შე­იძ­ლე­ბა ამ ნივ­თის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი სა­ერ­თოდ გა­გიქ­რეთ, ან უკე­თეს ფას­ში იპო­ვოთ. მარ­კეტ­ში ჩას­ვლამ­დე წი­ნას­წარ ჩა­მო­წე­რეთ სა­ყიდ­ლე­ბის სია. ეს თა­ვი­დან აგა­ცი­ლებთ სპონ­ტა­ნურ, და­უ­ფიქ­რე­ბელ ხარ­ჯებს.

6. ეკონ­ტაქ­ტეთ ადა­მი­ა­ნებს ვი­დე­ო­ჩა­ტის და მე­სენ­ჯე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით

9-39520.jpg

ეს და­გეხ­მა­რე­ბათ და­ზო­გოთ თან­ხა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზა­რებ­ზე. გა­მო­ი­ყე­ნეთ „მე­სენ­ჯე­რი“, „ვა­ი­ბე­რი“, „ვო­ცა­პი“ ან „სკა­ი­პი“. ასე­ვე, ისარ­გებ­ლეთ აქ­ცი­ე­ბით, რო­მელ­საც მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გვთა­ვა­ზო­ბენ და შე­ი­ძი­ნეთ ბი­უ­ჯე­ტუ­რი ეკო­ნომ­პა­კე­ტე­ბი.

7. იმ­გზავ­რეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, ან ვე­ლო­სი­პე­დით

6-39555.jpg

თუ სამ­სა­ხუ­რი შორს არ გაქვთ და ვე­ლო­სი­პე­დი გყავთ, ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში. ამას­თან, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც. თუ მან­ქა­ნით და­დი­ხართ, ბენ­ზინ­ში საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას ხარ­ჯავთ. ყო­ველ­დღე თუ არა, კვი­რა­ში 3 დღე მა­ინც შე­გიძ­ლი­ათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ია­როთ. ასე თქვენ საწ­ვავ­ზე ფასს და­ზო­გავთ.

8. გო­ნივ­რუ­ლი სა­ყიდ­ლე­ბი

13-39643.jpg

ტან­საც­მე­ლი იყი­დეთ აუ­თლე­ტებ­ში, მე­ო­რე­ულ მა­ღა­ზი­ებ­ში და აქ­ცი­ის დროს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აა­წყობთ „კაფ­სუ­ლის გარ­დე­რობს“, სა­ბა­ზი­სო ნივ­თე­ბით, რო­მელ­თა­ნაც ბევრ ვა­რი­ა­ცი­ას შექ­მნით. სა­ბა­ზი­სო გარ­დე­რობ­ში უნდა გქონ­დეთ: შავი კლა­სი­კუ­რი შარ­ვა­ლი, თეთ­რი პე­რან­გი, ჯინ­სის შარ­ვა­ლი, შავი კაბა, კლა­სი­კუ­რი ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი.

9. გა­ა­კე­თეთ მა­რა­გი

4-39670.jpg

თუ მარ­კეტ­ში აქ­ცი­აა, აუ­ცი­ლებ­ლად ისარ­გებ­ლეთ. შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ მა­რა­გი იმ პრო­დუქ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც შე­ნახ­ვის დიდი ვადა აქვთ (მა­რი­ლი, შა­ქა­რი, მა­კა­რო­ნი, ბურ­ღუ­ლი, ზეთი და სხვ). შე­საძ­ლოა ერ­თბა­შად მო­გი­წი­ოთ დიდი თან­ხის გა­დახ­და, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში, ჭკვი­ა­ნუ­რად და­ზო­გავთ. თუ დიდი სა­ყი­ნუ­ლე გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­ყი­ნოთ სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­ზეც ფასი შემ­დგომ­ში საგ­რძნობ­ლად იმა­ტებს. გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი არ კარ­გავს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს. ამას­თან, ისე­თი მარ­კე­ტი სახ­ლთან ახ­ლოს, რო­გო­რიც „2 ნა­ბი­ჯია,“ და­ზოგ­ვას გა­გი­მარ­ტი­ვებთ. სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჰი­პერ­მარ­კეტ­ში წახ­ვი­დეთ და და­მა­ტე­ბით საწ­ვა­ვის, ან ტრან­სპორ­ტის თან­ხა და­ხარ­ჯოთ. „2 ნა­ბი­ჯში“ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე და­ბა­ლი ფა­სე­ბია.

10. გა­მო­ი­ყე­ნეთ დაგ­რო­ვე­ბის ქუ­ლე­ბი და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი

5-39703.jpg

ისარ­გებ­ლეთ დაგ­რო­ვე­ბის ბა­რა­თე­ბით და აპ­ლი­კა­ცი­ე­ბით, სა­დაც შე­ძე­ნილ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ქუ­ლე­ბი და­გიგ­როვ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ „2 ნა­ბი­ჯის“ აპ­ლი­კა­ცი­ით ან „2X2 ბა­რა­თით” და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი გა­დაც­ვა­ლოთ სა­სურ­ველ ფას­დაკ­ლე­ბა­ში.

1-39783.jpg

რო­გორც ხე­დავთ, და­ზოგ­ვის ეს 10 მარ­ტი­ვი მე­თო­დი არ მო­ი­თხოვს რთულ მოქ­მე­დე­ბებს და აუ­ცი­ლებ­ლად პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა თქვენს ბი­უ­ჯეტ­ზე. შე­არ­ჩი­ეთ ეკო­ნო­მი­ის ის მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­გე­წო­ნათ და გა­მო­ი­ყე­ნეთ პრაქ­ტი­კა­ში.

Edited by რედაქცია
Share on other sites

  • ფორუმელი

https://www.ambebi.ge/article/259214-10-martivi-metodi-rogor-unda-dazogo-tanxa/

დაგროვების ქულებს რომ სასარგებლო რჩევად გაასაღებ

ბლდ :failure:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

იმპულსურმა ხარჯმა მომსპო და ამომაგდო სამარადისოდ და გვირაბის ბოლოს რომ სინათლესაც ვერ ვხედავ ეგ მდგომარეობაა:lilluk:

Edited by კარქი გოგო
Share on other sites

  • ფორუმელი

კაფე, სმუსნაობა და და სამოსი თუ დამიშალეს რაღასთვის ვიცხოვრო :ugh:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ეგ რეკლამის შესახებ კანონის დარღვევაა და მგონი შეუძლია მარეგულირებელ კომისიას სანქცია დაუწეოსს ამისთვის

უჩივლეთ :დდ

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, არავინ- said:

ეგ რეკლამის შესახებ კანონის დარღვევაა და მგონი შეუძლია მარეგულირებელ კომისიას სანქცია დაუწეოსს ამისთვის

უჩივლეთ :დდ

რა რეკლამის კანონი, რა მარეგულირებელი?

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ტირანოზავრიკი said:

რა რეკლამის კანონი, რა მარეგულირებელი?

რეგულირებულია რომ თუ რეკლამაა უნდა იყოს მითითება რომ რეკლამაა და ნიუსად ან ჩვეულებრივ კონტენტად მისი შეპარება მომხმარებლისთვის არ შეიძლება

Share on other sites

  • ფორუმელი

@არავინ- ნიუზ სააგენტოებში ეგ მედია ეთიკის ამბავია და არა ვალდებულება. მარეგულირებელი მაუწყებლებს ტისკავს

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share