Guest Merlin Posted 1 მაისი, 2021 Posted 1 მაისი, 2021 კრიპტობირჟა Coinbase-ის ამერიკელ კლიენტებს PayPal-ზე მიბმული სადებეტო ბარათებისა და საბანკო ანგარიშების მეშვეობით კრიპტოვალუტების ყიდვა შეეძლებათ. სერვისი სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მოგვიანებით გახდება. კომპანიის განცხადებით, ახალმა ფუნქციამ ციფრული აქტივების შეძენა უნდა გაამარტივოს: „კრიპტოვალუტის ყიდვა მარტივი და ადვილი უნდა იყოს. თუმცა, ფინანსების ტრადიციულ სამყაროში ფულის გადაადგილება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვიცით, რომ კრიპტოვალუტის შესაძენად უფრო სწრაფ და მოსახერხებელ გზებს ელოდებით.“ ახალი ფუნქცია PayPal-ის ანგარიშის მქონე მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ ბირჟაზე ტრანზაქციების განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყონ. მეტიც, მათ არ აქვთ Coinbase-სთვის საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. „მონაცემების უსაფრთხოდ მართვისთვის თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ PayPal-ის გამოყენება “- ნათქვამია Coinbase-ის პრეს-რელიზში. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შესაძენად სასურველ კრიპტოვალუტას აირჩევს, მან Coinbase-ის აპლიკაციაში გადახდის მეთოდების ჩამონათვალიდან PayPal უნდა აირჩიოს. PayPal-ის მეშვეობით კლიენტს შეეძლება დღიურად 25000-მდე დოლარის კრიპტოვალუტა შეიძინოს. მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის ახალ სერვისთან წვდომის შესაძლებლობას Coinbase რამდენიმე თვის განმავლობაში დაამატებს. მათ რიცხვში კანადა, ევროკავშირის ქვეყნები და ბრიტანეთი იქნებიან. წყარო: https://bits.media The post ბირჟამ Coinbase კრიპტოვალუტების PayPal-ით ყიდვის შესაძლებლობა დაამატა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა