Jump to content
×
×
  • Create New...

PROLESKI GEORGIA: რატომ ვერ აგრძელებს კომპანია მუშაობას


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სათხილამურო და სნოუბორდის კლუბი Proleski საქართველოში 2020 წლის 3 იანვარს გაიხსნა. კომპანია ცნობილი ბრიტანული ორგანიზაციის ფრენჩაიზის მფლობელია და მსოფლიოს 24 ქვეყანაში აქტიურად მუშაობს. კლუბი დანადგარებით ერთგვარ სასრიალო სივრცის სიმულაციას ქმნის, რომელიც როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ მოთხილამურეებზეა გათვლილი. პანდემიამ, როგორც სხვა მრავალი, ეს ბიზნესიც დააზარალა და კლუბმა აქტიური ფუნქციონირება მხოლოდ 3-4 თვის გამავლობაში მოახერხა. დღევანდელმა რეგულაციებმა კი ბიზნესს არსებობის წყარო შეუჩერა და ამჟამად სრულად დაკეტილია.

ProleskiProleski Georgia

კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ზაბახიძე გვიყვება, რომ მათ ფრენჩაიზის გამოყენების ექსკლუზიური უფლება არამარტო საქართველოში, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით აქვთ:

„ამ იდეის განსახორციელებლად ბიზნესში საბანკო ვალდებულებებით მილიონ ლარამდე ინვესტიციის ჩადება მოგვიწია. Proleski ბრიტანული კომპანიაა, საჭირო დანადგარების წარმოება კი უკრაინაში ხდება. კლუბი თავის მომხმარებელს არამარტო სასრიალო სივრცეს, არამედ სხვა მრავალ სერვისსაც სთავაზობს. ისწავლება როგორც თხილამურზე, ასევე სნოუბორდზე სრიალი. გვყავს პროფესიონალ ინსტრუქტორთა გუნდიც.“

კლუბის სივრცეში ორი დანადგარია განთავსებული. Proleskiში მისვლისას შესაძლებელია საჭირო ინვენტარისა და აღჭურვილობის ქირაობაც. ამასთან, აქ სტუმრობა პატარებსაც – 3-4 წლის ასაკიდან უკვე შეუძლიათ.

proleski clubProleski Georgia

დღეს ძალზე რთულ სიტუაციაში იმყოფებიან კომპანიის თანამშრომლებიც. ამჟამად ისინი უხელფასო შვებულებაში არიან და სიტუაციის გამოსწორებას ელოდებიან.
„პირველადი აკრძალვების გამოცხადებისას, როგორც ყველა სხვა კომპანია, ჩვენც დავიკეტეთ. პირველი ტალღის გადავლის შემდეგ გავიხსენით რეგულაციებით, თუმცა, ესეც არ გაგრძელდა დიდხანს. დღეს უკვე შესაძლებელია, ჩვეულებრივ რეჟიმში დავბრუნდეთ, თუმცა, უკვე ამისთვის აუცილებელი რესურსი აღარ გვაქვს. ამის მიზეზი აღებული ვალდებულებების გარდა, კომენდანტის საათია, რომელიც ბიზნესის სასურველ დროში ფუნქციონირების საშუალებას არ იძლევა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დავბრუნდებით.“

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კლუბში ერთგვარი პერფორმანსიც კი გამართა – დაწესებული შეზღუდვების აბსურდულობის წარმოსაჩენად. პოლიტიკოსმა Proleski-ში თმის შეჭრა გადაწყვიტა, რადგან იმხანად, მრავალი დაწესებულებისგან განსხვავებით, აქტიურად ფუნქციონირება სალონებს არ ეკრძალებოდათ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მსგავს სერვისზე მოთხოვნა ქვეყანაში საკმაოდ იზრდებოდა. კომპანია ასეთივე კლუბის გახსნას, სამომავლოდ, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე მეზობელ ქვეყნებშიც გეგმავდა. ამისთვის კი ჯერ აუცილებელია, უწინდელ მუშაობის ტემპსა და ნორმალურ სამუშაო გარემოს დაუბრუნდნენ.

The post PROLESKI GEORGIA: რატომ ვერ აგრძელებს კომპანია მუშაობას appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   280 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 279 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(8)
    • Googlebot(5)
    • YandexBot(1)