Jump to content
×
×
  • Create New...

წითელი კვერცხი – აღდგომის სიმბოლო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დიდ პარასკევს ქრისტიანები წითლად ღებავენ კვერცხებს. გადმოცემით, როდესაც ამაღლების შემდგომ იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში წარგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ, საქადაგებლად გაეშურა ასევე მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა (იხ. ლუკ. 8, 2) და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი (იხ. მარკ. 16, 9; იოან. 20, 1). წმინდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა!“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა:

http://www.ambioni.ge/files/witeli-kvercxi-2.jpg

„როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“ – სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან და ამ სიტყვებით, – „ქრისტე აღდგა!“

„ჭეშმარიტად აღდგა!“, – ახარებენ ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება. წითელ ფერში კი სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი წმინდა სისხლით კაცობრიობა განწმინდა ცოდვათაგან და აკურთხა იგი.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share