Jump to content
×
×
  • Create New...

„მომავალში ეთერიუმი ბიტკოინს გაუსწრებს“- JPMorgan-ის ანალიტიკოსები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ამერიკული საინვესტიციო ბანკის, JPMorgan- ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბიტკოინს შეუძლია კონკურენცია ოქროს გაუწიოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილს ეთერიუმს დაუთმობს. 

JPMorgan-ის სპეციალისტების აზრით, განსხვავება BTC-სა და ETH-ს შორის იმაშია, რომ ბიტკოინი მოცემულ ეტაპზე „ფართო მოხმარების პროდუქტს“ წარმოადგენს. მას კონკურენცია ძვირფას ლითონებთან შეუძლია, რადგან ფასეულობის შენახვის საშუალებად განიხილება. ეთერიუმი კი მათი აზრით, კრიპტოვალუტის ეკონომიკის ერთგვარ „ღერძს“ წარმოადგენს, რომელიც გაცვლის საშუალებად შეიძლება იქნას გამოყენებული. გასულ კვირას ბიტკოინის კურსი 46000$-მდე დაეცა. ეთერიუმის კურსი კი ახალ რეკორდების დამყარებას განაგრძობს და დღეის მონაცემებით კიდევ ერთ მაქსიმუმს – 2790$-ს მიაღწია.

JPMorgan-ის სპეციალისტების განმარტებით, გასულ კვირას კრიპტოვალუტების ინდუსტრიამ  დერივატების ბაზარზე წარმოქმნილი ლიკვიდურობის შოკის გამო ძალიან იზარალა. ეთერიუმთან შედარებით ბიტკოინს გაცილებით მეტი ზარალი მიადგა. ბიტკოინის გრძელი პოზიციების ლიკვიდაციამ 23% შეადგინა, მაშინ როცა ეთერიუმის მაჩვენებელმა იგივე პერიოდში 17%. ანალიტიკოსების აზრით ეთერიუმმა მეტი მდგრადობა გამოავლინა. 

ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც ეთერიუმმა გრძელვადიან პერსპექტივაში პირველი ადგილი შეიძლება დაიკავოს, ექსპერტები მის ბლოკჩეინზე მაღალ მოთხოვნას ასახელებენ. ეთერიუმის ბლოკჩეინი ფართოდ გამოიყენება DeFi-ს აპლიკაციებისა და NFT-ს შესაქმნელად. ქსელში მაღალი საკომისიო მეტწილად DeFi-ს სფეროში და ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სხვა პლატფორმებზე მომატებული აქტივობით არის გამოწვეული. Ethereum 2.0-ის განახლების სრულფასოვანმა ამოქმედებამ, შესაძლოა ეთერიუმისთვის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მოწინავე ადგილის დაკავების  შანსები გაზარდოს.

თუმცა, ეთერიუმის შესახებ ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, JPMorgan ბიტკოინის საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად ემზადება, რათა კლიენტების მხრიდან ბიტკოინზე მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

წყარო: https://bits.media

 

The post „მომავალში ეთერიუმი ბიტკოინს გაუსწრებს“- JPMorgan-ის ანალიტიკოსები appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share