Jump to content
×
×
  • Create New...

პეკინის მთავრობა მაინერებს ენერგომოხმარებაზე ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ჩინეთის დედაქალაქის მთავრობა ქალაქის ენერგომოხმარებაზე  მაინერების ზეგავლენას იკვლევს. ამის გამო პეკინში კრიპტოვალუტების მოპოვებით დაკავებული ნებისმიერი დატაცენტრი ვალდებულია მუნიციპალურ სამსახურს ანგარიში ჩააბაროს.

 პეკინის ეკონომიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მუნიციპალური ბიუროს მიერ შედგენილი „საგანგებო წერილის“ თანახმად, მაინინგით დაკავებული დატაცენტრები ვალდებულნი არიან წარადგინონ ანგარიში მაინინგის შედეგად მოხმარებული ენერგიის მოცულობაზე, და ამ ენერგიის წილზე დატაცენტრის საერთო ენერგომოხმარებიდან.

როგორც ანონიმური წყარო იუწყება, ასეთი სახის წერილები ჩინეთის მინიმუმ  სამ უმსხვილეს ტელესაკომუნიკაციო ოპერატორს გაეგზავნა. მიზეზები, რის გამოც მთავრობამ საკითხის მოკვლევა გადაწყვიტა, უცნობია. უცნობია ისიც, ეხება თუ არა ინიციატივა მხოლოდ პეკინს, თუ ხელისუფლება მის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას გეგმავს.

ცოტახნის წინ სინჯიანგის პროვინციაში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა, რამაც სამაინინგო მოწყობილობების დიდი ნაწილის გამორთვა გამოიწვია. ბიტკოინის ქსელის ჰეშრეითი დაეცა, რასაც ბიტკოინის კურსის ვარდნა მოჰყვა. ქსელის ჰეშრეითი აღდგენილია, ბიტკოინის კურსი კი მაღალ ნიშნულზე დაბრუნებას ჯერ კიდევ ცდილობს.

როგორც ASIC მაინერების მწარმოებელი Canaan-ის პრეზიდენტმა, ედვარდ ლუმ (Edward Lu) განაცხადა, კომპანია სულ უფრო ხშირად ემსახურება კლიენტებს კანადიდან, ჩრდილო ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, რადგან ამ რეგიონებში ენერგომომარაგების პროგნოზირება ბევრად მარტივია, რეგულირება კი გამჭვირვალე. სამაინინგო კომპანია Blockcap-ის დამფუძნებელმა, დარინ ფანშტეინმა კი ცოტახნის წინ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად მსოფლიოში საუკეთესო რეგიონი ტეხასის შტატია.

წყარო: https://bits.media

 

The post პეკინის მთავრობა მაინერებს ენერგომოხმარებაზე ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share