Jump to content
×
×
  • Create New...

MetaMask-ის მომხმარებლების რაოდენობა 5 მილიონამდე გაიზარდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კომპანიამ ConsenSys, რომელიც ეთერიუმის პოპულარულ საფულე MetaMask-ს ფლობს, ანგარიში გამოაქქვეყნა, რომლის მიხედვით პროგრამით ყოველთვიურად 5 მილიონი ადამიანი სარგებლობს. კომპანიის აქტიური მომხმარებლების რიცხვი ბოლო ექვსი თვის მანძილზე ხუთჯერ არის გაზრდილი, რასაც ხელი დეცენტრალიზებული ფინანსირების (DeFi) სფეროს განვითარებამ და საკოლექციო ტოკენების (NFT) ბუმმა შეუწყო ხელი.
მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობა MetaMask Swap-ის ფუნქციამ მოიპოვა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ამოქმედდა და დეცენტრალიზებულ ბირჟებზე, აგრეგატორებსა და პროტოკოლებზე ტოკენების გადაცვლის შესაძლებლობას პირდაპირ საფულედან იძლევა. პოპულარობის კუთხით მეორე ადგილი NFT-სთან მუშაობის შესაძლებლობას ერგო.
უნდა აღინიშნოს, რომ MetaMask-მა განსაკუთრებული პოპულარობა განვითარებად ქვეყნებში მოიპოვა. მომხმარებლები ინდონეზიასა და ინდოეთიდან ტოპ ხუთეულში შევიდნენ, ვიეტნამისა და ნიგერიის მაცხოვრებლები კი ათეულში. ამასთან მომხმარებლების უმეტესი ნაწილი საფულის მობილურ ვერსიას იყენებს.

„განვითარებად ქვეყნებში ადამიანები MetaMask-ს დამატებითი შემოსავლის მისაღებად და ასევე გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის სულ უფრო ხშირად იყენებენ. ბევრ მათგანს არ აქვს წვდომა ადგილობრივ საბანკო სისტემასთან, ამიტომ მათ დაგროვებისთვის ალტერნატივა სჭირდებათ.“- ნათქვამია ანგარიშში

წყარო: https://bits.media

The post MetaMask-ის მომხმარებლების რაოდენობა 5 მილიონამდე გაიზარდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   264 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 263 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(5)