Guest Merlin Posted 29 აპრილი, 2021 Posted 29 აპრილი, 2021 ხუთშაბათს, 29 აპრილს კრიპტოვალუტების ბაზარი თითქმის არ შეცვლილა. დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი 54.300 დოლარის ნიშნულს ქვემოთ მოექცა. თუმცა კრიპტოვალუტა ბოლო ორი დღეა ძირითადად 53.800-სა და 56.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსმა მხოლოდ 1%-ით მოახერხა გაუმჯობესება. ამ ეტაპზე ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 48.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი განსაკუთრებულად არ შეცვლილა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასი ისევ 2.760 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა თითქმის 13%-ით მოიმატა. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 აპრილს, დღის პირველ ნახევრში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 85 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post 29 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა