Guest Merlin Posted 29 აპრილი, 2021 Posted 29 აპრილი, 2021 კორონავირუსულმა პანდემიამ ხელი შეუწყო ვირტუალურ გასართობ ინდუსტრიას და აამუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული პროგრამები, რათა დასვენების დროს საზოგადოებას გართობის საშუალება ჰქონდეს. კაზინო Decentral Games–მა და Ibiza–ს კლუბ Amnesia–მ განაცხადეს ახალი პარტნიორობის შესახებ და დაიწყეს ორი ვირტუალური პროგრამის შექმნა, რომელთა სახელწოდებაც ასე ჟღერს: Amnesia Experience-ი და Amnesia Hype-ი. პარტნიორები ელიან, რომ წელს მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებენ ძირითადად ბილეთების გაყიდვებიდან, NFT–ებით და რეკლამით. თითოეული მიიღებს შემოსავლის 45%-ს, დანარჩენი 10% კი ღონისძიების ორგანიზატორს გადაეცემა, რომელთანაც ამაჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც, სათამაშო სივრცეებში ნელ-ნელა ჩნდება დასვენების და გართობის სხვადასხვა საშუალება, იქნება ეს კაზინო თუ სხვა ვირტუალური გასართობები. Decentral Games-ი გეგმავს სტუმრებს რეალურ დროში შესთავაზოს მუსიკალური ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი დიჯეები ლაივ სტრიმების საშუალებით. The post გასართობი ინდუსტრია Blockchain-ში ინტეგრირდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა