Jump to content
×
×
  • Create New...

ნიგერიის სასტუმრო გადახდის ფორმად ბიტკოინს მიიღებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Nigerian-flag-300x169.jpg

ნიგერიის ერთ-ერთი სასტუმრო ბიტკოინით გადახდას დაუშვებს.

როგორც ცნობილია, ნიგერიის ქალაქ ლაგოსის ძვირადღირებული სასტუმრო ბიტკოინს გადახდის სახით მიიღებს, როგორც მის მთავარ სარეზერვო ვალუტას, რადგან ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება და საფრთხეს უქმნის აფრიკის ეკონომიკას.

სასტუმრომ დაადასტურა ადგილობრივ მედია საშუალებასთან, რომ ისინი ბიტკოინის მიღებას სულ მალე დაიწყებენ. George Residence-ი კლიენტებს სთავაზობს ძვირადღირებულ სასტუმროებსა და პრემიუმ აპარტამენტებს ბიტკოინს Coinvest Africa-ს მეშვეობით. Coinvest Africa კრიპტოვალუტის რეგიონალურ საბროკერო კომპანიას წარმოადგენს.

კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში მეტად გაღრმავდება.

”ბიტკოინი ჩვენს სტუმრებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ იმ კომფორტით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენს მოსახლეობას სურს სიმარტივე და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ამ შესაძლებლობით”,-აღნიშნულია სასტუმროს განცხადებაში.

2016 წლიდან ნიგერიის ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო. ცოტა ხნის წინ, ინფლაციამ 17,33%–ს მიაღწია. ყველაზე მაღალი ნიშნულის შემდეგ, რაც 2017 წლის თებერვლის შემდეგ დაფიქსირდა.

ეს უკანასკნელი კი, რა თქმა უნდა, COVID-19– ის პანდემიამ გაამწვავა.

The post ნიგერიის სასტუმრო გადახდის ფორმად ბიტკოინს მიიღებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   245 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 245 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(2)