Guest Merlin Posted 28 აპრილი, 2021 Posted 28 აპრილი, 2021 Ant Group-ი ხაზს უსვამს ციფრული იუანის განვითარებაში კერძო სექტორის როლს. Ant Group-ისა და Tencent Holdings-ის წარმომადგენლებმა ჩინეთის სახალხო ბანკთან თანამშრომლობის მასშტაბებზე ისაუბრეს. კომპანიების წარმომადგენლები Digital China Summit-ზე სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის ყოველწლიური სავაჭრო ბაზრობა ქალაქ ფუჟოუში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარეობს. South China Morning Post-ის თანახმად, Ant Group-მა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან ერთად ციფრულ იუანზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. 2019 წლის ივნისში, ჩინეთის ციფრული ვალუტის ინსტიტუტმა გამოიყენა Ant-ის მობილური აპლიკაციების განვითარების პლატფორმა, რათა შეექმნათ საკუთარი ციფრული იუანის აპლიკაცია. Ant Group-მა აღნიშნა, რომ ჩინეთის ციფრული იუანის ოფიციალური ტესტირება 2020 წლის ივლისში დაიწყო. ასევე გასული წლის ბოლოს შანხაიში ციფრული ვალუტის საცდელი ვერსია წარმოებაში ჩაეშვა. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ Ant Group-ის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ბანკი, MYBank-ი გახდა ერთ–ერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჩინეთის ციფრული ვალუტას კლიენტებს სთავაზობს. The post Ant Group-ი ციფრული იუანის შექმნაში მონაწილეობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა