Jump to content
×
×
  • Create New...

ჭიაკოკონცი


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

აბა რომელმა დაანთეთ ყველაზე დიდი ჭიაკოკონა? :scared:

 

8A23B90D-B13C-461B-B630-97FFE4B5C8FB.thumb.jpeg.fdd2100beb5bdd9aa12c2a3bffbbc958.jpeg

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ბოლოს ჭიაკოკონობა რაჭაში მახსოვს ღრმა ბავშვობაში, ფიწალით რომ ურწახუნებდნენ  საჩეხეს თავზერომელზეც თუნუქი ეხურა... ყურზე ხელს ვიდებდი და ვკიოდი შიშისგან!

რა ღლეობა იყო

 

ფიწალს ვერ ვიტან

 

ბერტოლუჩის მეოცე საუკუნედანაც მხოლოდ ფიწალი მახსოვს

ტფუი

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

აუუუ, რა ბედნიერება იყო ჭიაკოკონობა :inlove:

 

მე, რა თქმა უნდა, არ ვხტებოდი, მაგრამ სხვებს ვუყურებდი 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Rossi said:

დიდი აივანი გქონია :up:

აივანი კი არ უნდა ეყოს კაცს, კაცი უნდა ეყოს აივანსო :up:

 

1 საათის წინ, marguerite said:

მე, რა თქმა უნდა, არ ვხტებოდი, მაგრამ სხვებს ვუყურებდი 

მე გადავხტი
სამჯერ:scared:

 

1 საათის წინ, Mulan said:

ფიწალით რომ ურწახუნებდნენ  საჩეხეს თავზერომელზეც თუნუქი ეხურა...

აუ რა მაგარია ??

შემდეგ წელს ვიზამ ?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, ფორთოხალი said:

მე გადავხტი
სამჯერ:scared:

ელასტიკური და სპორტული

 

 

მე არასპორტული ვარ საოცრად 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჩემს ბავშობაში ჩემი კორპუსის ეზოში ერთი სატვირთო მანქანა იდგა უქმად, მგონი პატრონი მკვდარიც იყო იმ დროს უკვე თუ არა, ეგ არ მახსოვს, მარა იდგა და იდგა, არსად არ გადიოდა წლები ეგ მანქანა. ხოდა ერთხელ გადავწყვიტეთ საჭიაკოკონე საწვავი მაგის საბარგულში მოგვეგროვებინა, რომ სხვა კორპუსელებს არ შეემჩნიათ და არ მოეპარათ. არადა ჭიაკოკონობისთვის მაშინ სერიოზულად ვემზადებოდით-ხოლმე ყველა კორპუსი, ვაგროვებდით საბურავებს, ფიცრებს, ტოტებს, თუკი რამე წვადს მოვიხელთებდით, საჭიაკოკონებოდ ვინახავდით წინა კვირების განმავლობაში. ხოდა მივედით მე და ერთიც ჩემი ტოლა ბიჭი (გია) ამ სატვირთოსთან (მგონი ზილ-130 ან რაღაც ეგეთი იყო), ტენტით იყო საბარგული გადახურული და უკან ბორტიც ჰქონდა, რომელიც სადღაც ნახევრამდე ფარავდა საბარგულს და შეგეძლო ბორტს ზემოდან გადაგეყარა საბარგულში რამეები ან უბრალოდ გადამძვრალიყავი. მაშინ რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ეს ბორტი გაგვეხსნა და ჩამოგვეშვა დაბლა. ალბათ 10-ოდე წლის ვიქნებოდით, ვერც ვწვდებოდი მიწიდან ბორტის ჩამკეტ სახელურს, თუმცა ბედად მანქანის მარცხენა კუთხესთან ერთი რკინის მაგიდა იყო გვერდზე მიწოლილი და იმაზე შევდექი. შევდექი რა, წიბოზე ვიდექი და ქარს რომ დაებერა, ჩამომაგდებდა, თუ არაფერს მოვეჭიდებოდი.  მეორე ანუ მარჯვენა მხარე მგონი გიამ გახსნა თუ ისიც მე გავხსენი მანამდე, არ მახსოვს ზუსტად, მარა ფაქტია, რომ მარცხენა მხარეღა გვრჩებოდა გასახსნელი და მე ამ მაგიდის გვერდზე თითის წვერებზე მდგარს უნდა გამეხსნა. ხოდა გადმოვწიე სახელური და შევუშვირე ბორტს ხელები, რომ ნელა დაშვებულიყო, თუმცა მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენს შეიძლება იწონიდეს იმ მანქანის ბორტი. ხოდა ჩემი ფეხები შევაკავე ნელა დასაშვებად, გადმომაგდო ამ ბორტმა და დამცა მიწაზე, და მგონი თავშიც მომხვდა ან იმ რკინის მაგიდაზე მიმარტყმევინა, კოროჩე თავი გამიტყდა და სისხლი მომდიოდა. ადგა გია, წამომაყენა და გამაქცია სახლში საჩქაროდ  :uxe:
თავისაში კი არა, კაცო, ჩემსაში.
ისიც მერვეზე ცხოვრობდა და მეც, ეგ რომ პირველ-მეორეზე ყოფილიყო, შეიძლება თავისაშიც გავექციე, ეხლაღა დავფიქრდი მაგაზე 

Edited by საწყალი ოსვალდო რიოსი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   411 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 409 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Freeman
    • YandexBot(5)
    • Chrome(12)
    • Facebookexternalhit(1)