Guest Georgia Posted 28 აპრილი, 2021 Posted 28 აპრილი, 2021 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც “ქუთაისმა” “ოლიმპი” 83:81 დაასრულა. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რომლის ბედიც ჟოელ ალმეიდას ორქულიანმა გადაწყვიტა. გამოცდილმა ფორვარდმა ზუსტი სროლით გუნდს გამარჯვება და საქართველოს თასი მოუტანა, თავად კი მატჩისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ალმეიდამ თავი 25 ქულით გამოიჩინა, “ოლიმპიდან” კი კახა ჯინჭარაძემ გამოიჩინა თავი, რომლის ანგარიშზეც 22 ქულაა. აღსანიშნავია, რომ ჯინჭარაძემ სრული 40 წუთი ითამაშა და მთელი მატჩის მიმდინარეობისას ლიდერობდა. “ქუთაისისთვის” მიმდინარე სეზონში ეს მესამე ტიტულია. კოტე ტუღუშის გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალი და ქორქია-საკანდელიძის მემორიალიც მოიგო, საქართველოს თასის გამარჯვებული კი კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხედ გახდა. საქართველოს ჩემპიონატის, სუპერლიგის პლეიოფი მაისში დაიწყება, რომელშიც “ქუთაისი” “დინამოს” დაუპირისპირდება, “ოლიმპის” მეტოქე კი “ცხუმ-აფხაზეთი” იქნება. გიორგი სანაძე Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 4 მაისი, 2021 Posted 4 მაისი, 2021 სტატია წავიკითხე და ვერ გავიგე რომელი სპორტის სახეობაში ვართ აგერ უკვე მეოთხე წელია ჩემპიონები მსგავსი სტატიები ჩემნაირი სპორტულად ჩლუნგი ადამიანებისთვის არ იწერება ალბათ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა