Jump to content
×
×
  • Create New...

“ქუთაისმა” საქართველოს თასი მეოთხედ მოიგო


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც “ქუთაისმა” “ოლიმპი” 83:81 დაასრულა.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რომლის ბედიც ჟოელ ალმეიდას ორქულიანმა გადაწყვიტა.

გამოცდილმა ფორვარდმა ზუსტი სროლით გუნდს გამარჯვება და საქართველოს თასი მოუტანა, თავად კი მატჩისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ალმეიდამ თავი 25 ქულით გამოიჩინა, “ოლიმპიდან” კი კახა ჯინჭარაძემ გამოიჩინა თავი, რომლის ანგარიშზეც 22 ქულაა.

აღსანიშნავია, რომ ჯინჭარაძემ სრული 40 წუთი ითამაშა და მთელი მატჩის მიმდინარეობისას ლიდერობდა.

“ქუთაისისთვის” მიმდინარე სეზონში ეს მესამე ტიტულია. კოტე ტუღუშის გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალი და ქორქია-საკანდელიძის მემორიალიც მოიგო, საქართველოს თასის გამარჯვებული კი კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხედ გახდა.

საქართველოს ჩემპიონატის, სუპერლიგის პლეიოფი მაისში დაიწყება, რომელშიც “ქუთაისი” “დინამოს” დაუპირისპირდება, “ოლიმპის” მეტოქე კი “ცხუმ-აფხაზეთი” იქნება.

გიორგი სანაძე

Euronews Georgia

Share on other sites

  • ფორუმელი

სტატია წავიკითხე და ვერ გავიგე რომელი სპორტის სახეობაში ვართ აგერ უკვე მეოთხე წელია ჩემპიონები :rolf:

მსგავსი სტატიები ჩემნაირი სპორტულად ჩლუნგი ადამიანებისთვის არ იწერება ალბათ :scared:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share