Guest Merlin Posted 28 აპრილი, 2021 Posted 28 აპრილი, 2021 როგორც გადახდის სერვისის BitPay კომერციული დირექტორი, სონი სინგჰი ამბობს (Sonny Singh), ბოლო თვეებში კომპანიამ Dogecoin-ით გადახდის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა. BitPay-ის მეშვეობით ყოველწლიურად სხვადასხვა კრიპტოვალუტაში მილიარდობით დოლარის გადახდები ხორციელდება. სინგჰის თქმით, DOGE საერთო მოცულობის 10%-ს შეადგენს, ბიტკოინით გადახდის მოცულობამ კი საგრძნობლად იკლო. ამჟამად კრიპტოვალუტით გადახდების საერთო მოცულობის 50% ბიტკოინზე მოდის. BitPay-ით მოსარგებლე მაღაზიების მფლობელები Dogecoin-ის გარდა სულ უფრო ხშირად სტეიბლკოინებით გადახდებს ანიჭებენ უპირატესობას. ბიტკოინი ბოლო დროს უფრო მეტად საინვესტიციო აქტივად აღიქმება, გადახდებისთვის კი მეტ პოპულარობას სხვა ციფრული აქტივები იძენენ. ბოლო თვეების მანძილზე Dogecoin-ით გადახდა ბევრმა კომპანიამ დაამატა, მაგალითად, ამერიკულმა ონლაინ გაყიდვების პლატფორმამ Newegg და ავიაკომპანიამ AirBaltic. წყარო: https://bits.media The post BitPay: Dogecoin-ით გადახდა ბევრად უფრო პოპულარული გახდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა