Jump to content
×
×
  • Create New...

ილონ მასკი:„საკუთარი ბიტკოინები არ გამიყიდია“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თებერვლის დასაწყისში კომპანია Tesla-მ ბიტკოინში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შედეგად ბიტკოინის კურსი 45000$-მდე გაიზარდა. ახლახანს კი თესლამ თებერვალში შეძენილი ბიტკოინების 10% 272 მილიონ დოლარად გაყიდა.

მას შემდეგ, რაც Tesla-ს მიერ ბიტკოინების ნაწილის გაყიდვის შესახებ გახდა ცნობილი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მისამართით სოციალურ ქსელებში ბრალდებები გაისმა, რომ ის მოგების მისაღებად „pump-and-dump“ მეთოდს იყენებს. ამაზე მასკმა ხაზგასმით უპასუხა, რომ მას საკუთარი ბიტკოინები არ გაუყიდია.

„არასწორად გაიგე. მე საკუთარი ბიტკოინები არ გამიყიდია. ბიტკოინების მარაგის 10% Tesla-მ გაყიდა, ამ აქტივის ლიკვიდურობაში და ფულის შენახვის ალტერნატივად ვარგისიანობაში დასარწმუნებლად.“-უპასუხა მასკმა დეივ პორტნოის (Dave Portnoy) ტვიტს.

წყარო: https://bits.media

The post ილონ მასკი:„საკუთარი ბიტკოინები არ გამიყიდია“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share