Guest Georgia Posted 27 აპრილი, 2021 Posted 27 აპრილი, 2021 „ბაიერნ მიუნხენს“ მომდევნო სეზონიდან იულიან ნაგელსმანი უხელმძღვანელებს. 33 წლის გერმანელი სპეციალისტი ჰანსი ფლიკის შემცვლელი იქნება, რომელიც კლუბს ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ნაგელსმანი ამ სეზონში „ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით „ჰოფენჰაიმმა“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. გერმანელი მწვრთნელი „ბაიერნს“ პირველი ივლისიდან გაწვრთნის. ჰანსი ფლიკი კი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოახიმ ლიოვის შემცვლელის მთავარი კანდიდატია. გიორგი სანაძე Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა