Jump to content
×
×
  • Create New...

ლევან კოღუაშვილის ფილმის პრემიერა ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართველი რეჟიროსირ ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის “მეოთხე ბრაიტონის” პრემიერა ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

მომავალი ფილმის მთავარი გმირი კახია, რომელიც ვალებში ჩაფლობილი შვილის დასახმარებლად ნიუ-იორკში მიემგზავრება. მთავარ გმირს ორგზის ოლიმპიელი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ანსახიერებს. სურათში ასევე გიორგი ტაბიძე, კახი კავსაძე და ნადეჟდა მიხალკოვა მონაწილეობენ. მეოთხე ბრაიტონის ოპერატორია, ორგზის ოსკარის ნომინანტი ფედონ პაპამაიკლი.

1-1-683x1024.jpg?w=650&ssl=1

სურათის ძირითადი ნაწილი ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა გადაღებული. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთისა კოპროდუქციაა. მეოთხე ბრაიტონი ერთ-ერთი თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია, ხოლო თანადამფინანსებელი — საქველმოქმედო ფონდი ქართუ.

ლევან კოღუაშვილი თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორია. გადაღებული აქვს ფილმები “ქუჩის დღეები”, “ქალები საქართველოდან”, “გოგიტას ახალი ცხოვრება” და “შემთხვევითი პაემნები”.

ტრიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარე წლის 9-20 ივნისს გაიმართება.

The post ლევან კოღუაშვილის ფილმის პრემიერა ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართება appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share