Guest Merlin Posted 27 აპრილი, 2021 Posted 27 აპრილი, 2021 ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაიბადა თბილისში, 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. ექვსი დეკადის განმავლობაში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს ასობით პირველი და მეორე სიდიდის კინოროლი. ქართველი მაყურებელი მას იცნობს ფილმებიდან “მონანიება”, “ნატვრის ხე”, “ვერის უბნის მელოდიები”, “ღვინის ქურდები”, “შემთხვევითი პაემნები”, “ქალაქი ანარა” და სხვა. 1969 წელს “უდაბნოს თეთრ მზეში” შესრულებულმა აბდულას როლმა საბჭოთა მაყურებლის აღიარება მოუტანა. მიღებულია აქვს შემდეგი ჯილდოები, პრემიები და პრიზები: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი “იპო”, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემია.არის საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტი. 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით დააწვინეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. The post მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა