Jump to content
×
×
  • Create New...

Tesla-მ ბიტკოინები შესაძლოა, ისევ გაყიდოს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_729572440-300x199.jpg

“ტესლამ” 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს შესაძლოა, ბიტკოინების გაყიდვა ისევ დაიწყოს.

Tesla Motors–მა 2021 წლის პირველ კვარტალში გაყიდა თავისი ბიტკოინის ნაწილი, საიდანაც 272 მილიონი დოლარის მოგება მიიღო.

გამოქვეყნებულ 30 გვერდისგან შემდგარ დოკუმენტს თან ახლავს კვარტალური ფინანსური შედეგები.

კომპანიამ წლის დასაწყისში 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა, რა დროისათვისაც აღნიშნული რაოდენობა შეადგენდა “ტესლას” მთლიანი ფულადი პოზიციის 7.7%-ს.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მიიღებს ბიტკოინით გადახდას.

კრიპტოვალუტის აქტივობის მიღმა, “ტესლამ” კვარტალში 438 მილიონი დოლარის წმინდა მოგება ნახა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

კომპანიის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ “ტესლას” პროდუქციის, ანუ ელექტრო ავტომობილების მიწოდება 50%-ით გაიზრდება. ეს კი 2021 წლის ბოლოსათვის 750,000 ავტომობილს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის, წინ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ მას თავისი პირადი ბიტკოინები არ გაუყიდია.

The post Tesla-მ ბიტკოინები შესაძლოა, ისევ გაყიდოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share