Guest Merlin Posted 27 აპრილი, 2021 Posted 27 აპრილი, 2021 ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ მას თავისი პირადი ბიტკოინები არ გაუყიდია. მასკმა აღნიშნა, რომ “ტესლამ” თავისი საკუთრების 10% გაყიდა. Tesla-მ 2021 წლის პირველ კვარტალში გაყიდა ბიტკოინების ნაწილი და 272 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. Tesla-ს ბიტკოინში განხორციელებული ინვესტიციის გასაჯაროვების შემდეგ სენატორმა სინტია ლუმმისმა ილონ მასკს ვაიომინგში გადასვლა შესთავაზა. ”Tesla არის ინოვაციის მაგალითი და ეს შესანიშნავია, რომ ასეთი ამერიკული წარმატების ისტორია ციფრული ვალუტის ღირებულებას აღიარებს. თუ ილონ მასკს ან მის კომპანიებს სჭირდებათ ახალი სახლი, ისინი ვაიომინგზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვიან”,- განაცხადა სინტია ლუმისის პრესმდივანმა, ებიგეილ ქეივმა. შეგახსენებთ, რომ 1.5 მილიარდის ინვესტიციის განხორციელების შემდეგ Tesla-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა: “2021 წლის იანვარში განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა. ეს კი უფრო მეტ მოქნილობას მოგვცემს ფულადი სახსრების შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ბიტკოინის შესყიდვის მიზნით. ამასთანავე, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია ბიტკოინით გაიყიდოს”. The post ილონ მასკს საკუთარი ბიტკოინები არ გაუყიდია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა