Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთში არამეგობრული ქვეყნების სია შეადგინეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ანგლო-საქსების ბანაკში მოგვახვედრეს? :boli:

 

არ ცოდნიათ მაგათ არაფერი.

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი

რა ვიცით ამ ეტაპზე?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიაში აუცილებლად იქნება ამერიკის შეერთებული შტატები.

თუმცა მედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ სიაში ასევე იქნებიან: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, და შესაძლოა - ავსტრალიაც.

რუსეთის ხელისუფლების მიერ გახმაურებული ინფორმაციით:

  • „არაკეთილგანწყობილ ქვეყნებს“ აეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეების, ფიზიკური პირების დასაქმება თავიანთ დიპლომატიურ მისიებში და მთავრობის მიერ დაწესდება კონკრეტული ლიმიტი;
  • კონკრეტული ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის მთავრობა გააუქმებს აბსოლუტურად ყველა სამუშაო ხელშეკრულებას და საელჩოებთან თანამშრომლობის პროცესი ვეღარ გაგრძელდება;
  • დასაქმებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რუსეთის მოქალაქეების გარდა, შეეხებათ ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქე ფიზიკურ პირებს;
  • შეზღუდვა არ შეეხებათ „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ დიპლომატიური მისიების თანამშრომლების რანგში ჩავლენ;
  • შეზღუდვა არ შეეხებათ უცხოელ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს.

თუკი სადამსჯელო ბერკეტები მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე გავრცელდება, მაშინ რა მიზანი აქვს „შავ სიაში“ საქართველოს შეყვანას მაშინ, როცა 2008 წლის ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილია?

ამჟამად მოსკოვშიც და თბილისშიც მხოლოდ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს ინტერესების სექციები მუშაობს.

პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის შედგენა უფრო ფართო ჩანაფიქრია და მხოლოდ საელჩოების შევიწროებით არ ამოიწურება. მით უფრო, რომ „არაკეთილგანწყობილებს“ მოსკოვში სხვა სიტყვებით „არამეგობრულად, მტრულად განწყობილებსაც“ უწოდებენ. პარალელურ რეჟიმში განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური სანქციების დაწესებაც, მაგალითად - ჩეხეთთან მიმართებით.

სერგეი ლავროვმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ სია „მკვდარი ქაღალდი“ არ იქნება და მასში შესვლა-გამოსვლის პერსპექტივა კონკრეტული ქვეყნის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მეგობრებო, არ ვიცი აქ უნდა დამესვა ეს კითხვა თუ არა, მაგრამ რაღაც ასეთი აზრები წამოვიდა დღეს, რომ :

- თითქოს, დასავლეთმა ლოთებსა და ოსმალოს შორის გაგვყო, მალე ფედერაციად დაგვშლიანო და აგერ ბორჩალოს უკვე თავისი დროშა აქვს და დროს ელოდებიანო, ბათუმში შეხედე რა ხდებაო  და მოკლედ რაღაც ესეთი თემები წამოვიდა, და თქვენი კომპეტენტური აზრი საინტერესო იქნებოდა, რამდენად შესაძლებელია ამგვარი რამ ??? ... ერთი იმასაც ამბობდა , ლოთებს მივცეთ 49 წლით სამხედრო ბაზებიო და იქნებ ქვეყანა გადარჩესო, - მართლაც ასე დგას უკვე საკითხი ??? ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share