Guest Merlin Posted 27 აპრილი, 2021 Posted 27 აპრილი, 2021 სამშაბათს, 27 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა შეადარებით გაუმჯობესდა. 25-26 აპრილს განსაკუთრებით ბიტკოინის კურსი იყო შემცირებული. დღეს კი ბიტკოინის ფასის ნიშნული 50.000 დოლარს მნიშვნელოვნად ასცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული თითქმის 4%-ით არის მომატებული. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 54.700 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 49.7%-ს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასმა 3%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 2.500 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ნელ-ნელა 3.000 დოლარის ნიშნულს უახლოვდება. მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე, თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია არ შეაჩერა, ეთერიუმის ფასი 2.700 დოლარზე დაფიქსირდეს. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 58 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post კრიპტოვალუტების ფასები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა