Jump to content
×
×
  • Create New...

კრიპტოვალუტების ფასები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1044930526-2-300x201.jpg

სამშაბათს, 27 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა შეადარებით გაუმჯობესდა.

25-26 აპრილს განსაკუთრებით ბიტკოინის კურსი იყო შემცირებული.

დღეს კი ბიტკოინის ფასის ნიშნული 50.000 დოლარს მნიშვნელოვნად ასცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული თითქმის 4%-ით არის მომატებული.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 54.700 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 49.7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასმა 3%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 2.500 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ნელ-ნელა 3.000 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.

მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე, თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია არ შეაჩერა, ეთერიუმის ფასი 2.700 დოლარზე დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 58 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

The post კრიპტოვალუტების ფასები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share