Jump to content
×
×
  • Create New...

დენ შულმანი:„კრიპტოვალუტებზე მოთხოვნამ PayPal-ის მოლოდინს გადააჭარბა“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ჟურნალ TIME-თან ინტერვიუში PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა (Dan Schulman) კრიპტოვალუტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კომპანია კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის შესაძლებლობებს დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა და კრიპტოვალუტებზე მოთხოვნამ მის მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. 

PayPal ციფრული ვალუტების ფორმებსა და განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიას (DLT) 6 წლის მანძილზე შეისწავლიდა. დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ კრიპტოვალუტებს მეტი მსგავსება აქტივებთან აქვთ ვიდრე ვალუტასთან.

„ სიცოცხლისუნარიანი ვალუტისთვის კრიპტოვალუტები ზედმეტად ვოლატილურები იყვნენ და ჯერ კიდევ ბევრი იყო ადამიანი, ვისაც მათი არსი არ ესმოდა. ჩვენ ველოდებოდით, როდის გახდებოდა კრიპტოვალუტები მეტად პოპულარული და რეგულატორებთან კანონმდებლობასთან შესაბამისად გამართული სერვისის შექმნაზე ვმუშაობდით.“

2020 წლის ოქტომბერში  PayPal-მა აშშ-ს მოქალაქეებისთვის კრიპტოვალუტების მხარდაჭერა დაამატა. შულმანის თქმით, ამ ინიციატივის რეალიზაციის შემდეგ მან კრიპტოვალუტების, როგორც გადახდის ხარჯების შემცირების კომპლექსური სტრატეგიის ნაწილის განხილვა  დაიწყო. 

„კრიპტოვალუტებზე მოთხოვნამ ჩვენს  მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. ჩვენ გავოცდით.“-აღნიშნა შულმანმა.

მისი პროგნოზით, უახლოეს მომავალში ფინანსურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რადგან არსებულმა სტრუქტურებმა დაკარგეს ეფექტურობა:

„თუ ჩეკს ანაღდებთ, ფულის მიღების პროცედურას შესაძლოა სამი დღე დასჭირდეს. თუ საერთაშორისო გადარიცხვას აწარმოებთ, ფულის მიღებას შეიძლება შვიდი დღე დასჭირდეს.“

PayPal-ის ხელმძღვანელი ფიქრობს რომ მომავალში უპირატესობა გადახდის „სუპერაპლიკაციებს“ მიენიჭება, ნაღდი ფულის ბრუნვა კი საგრძნობლად შემცირდება. მისი პროგნოზით მომავალში საკრედიტო ბარათები საბოლოოდ გაქრება და მათ ადგილს მობილური ტელეფონები დაიკავებს. 

გასულ კვირას მობილური გადახდების სერვისმა Venmo, რომელიც PayPal-ს ეკუთვნის, ოთხი კრიპტოვალუტის BTC, ETH, LTC და BCH პირდაპირი ყიდვისა და გაყიდვის ფუნქცია დაამატა.

წყარო: https://bits.media

 

The post დენ შულმანი:„კრიპტოვალუტებზე მოთხოვნამ PayPal-ის მოლოდინს გადააჭარბა“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share