Jump to content
×
×
  • Create New...

ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისია კრიპტოვალუტის ინდუსტრიას მხარს უჭერს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%A2%E1%

ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიას სურს ადგილობრივი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მხარდაჭერა. ეს კი იმის ფორნზე, როდესაც ორგანო კრიპტო თაღლითობების შესახებ დიდი რაოდენობით ანგარიშებს იღებს.

ავსტრალიის Blockchain კვირეულის განმავლობაში კომისარმა, კეტი არმორმა აღწერა მარეგულირებლის მიზნები, როგორც ქვეყნის ფინანსური სისტემის და მასში მოქმედი კომპანიის მუშაობის შენარჩუნება, გამარტივება და გაუმჯობესება.

”როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ინოვაციებზე, როგორიცაა DLT, ციფრული ვალუტა და ა.შ. ჩვენ, ნამდვილად გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება ამ პროდუქტების გამოყენება ჩვენი ფინანსური სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად”,- აღნიშნა კეტი არმორმა.

მარეგულირებლის სურვილისამებრ, იმუშაოს კრიპტო აქტივების ინდუსტრიასთან, კეტი არმორმა ხაზი გაუსვა პრეტენზიების დიდ მოცულობას, რომელიც ეხებოდა კრიპტო თაღლითობებს.

ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის დროსაც 2000-ზე მეტი ინვესტორი იქნა გამოკითხული, დაადგინა, რომ ისინი ამჟამად უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ კრიპტოვალუტაში, ვიდრე ოქროსა ან ვერცხლში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიდიდის სხვაობა არცთუ ისე მნიშვნელოვანია, ინვესტორების უმრავლესობა კრიპტოვალუტას მიმზიდველ საინვესტიციო პროდუქტად მიიჩნევს. თუმცა ერთხმად აცხადებენ, რომ მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი საბოლოო მიღებამდე.

გამოკითხვამ, რომელიც BTC Markets–მა თებერვლის თვეში ჩაატარა, აჩვენა, რომ ინვესტორების 12,6% ფლობს ბიტკოინს ან სხვა კრიპტოვალუტებს, ხოლო 12,1% ძვირფას ლითონებს.

The post ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისია კრიპტოვალუტის ინდუსტრიას მხარს უჭერს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   309 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 308 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • Sharp