Guest Merlin Posted 26 აპრილი, 2021 Posted 26 აპრილი, 2021 თურქეთში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Thodex–მა მოულოდნელად ვაჭრობა შეაჩერა. ამასთანავე, თურქეთის პოლიციამ 62 ადამიანი ქვეყნის რვა პროვინციაში უკვე დააკავა. დაკავების ორდერი კი კიდევ 16 პიროვნებაზეა გამოწერილი. 62 ადამიანის დაკავების მიზეზი კრიპტო თაღლითურ საქმიანობაში მონაწილეობაა. საქმე ისაა, რომ ბირჟის მომხმარებელებმა პოლიციაში საჩივარი დაკარგული ფინანსების გამო შეიტანეს. უშუალოდ დაკარგული ფინანსების ოდენობა კი ორ მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამის შემდეგ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Thodex-ის მფლობელი, ფარუქ ფატიჰ ოზერი ქვეყნიდან გაიქცა. Associated Press-ისთვის მიცემული კომენტარით, მან დაადასტურა, რომ თურქეთი სამუშაო მიზნით დატოვა. ამასთანავე, ფარუქ ფატიჰ ოზერმა განაცხადა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს. ბირჟის მფლობელმა აღნიშნა, რომ Thodex-ზე ვაჭრობა შეჩერებულია სავარაუდო კიბერშეტევის გამო. შეგახსენებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, ქვეყანაში ციფრული ვალუტით გადახდა აიკრძალება. აკრძალვა ასევე შეეხება კრიპტოვალუტით განხორციელებულ სხვა ოპერაციებს, როგორიცაა ციფრული ვალუტის ლირაში, ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში გადაცვლა. აღნიშნული აკრძალვა 30 აპრილიდან ძალაში შევა. The post თურქულმა პოლიციამ კრიპტოვალუტის თაღლითურ საქმიანობაში გამოყენების ბრალდებით 62 პირი დააკავა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა