Jump to content
×
×
  • Create New...

„ბიტკოინის ფასი შესაძლოა 50%-ით დაეცეს“- სკოტ მაინერდი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

CNBC-სთან ინტერვიუში Guggenheim Partners-ის ინვესტიციების მენეჯერმა, სკოტ მაინერდმა (Scott Minerd) ბიტკოინის შესაძლო „სერიოზული კორექციის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, შესაძლოა ბიტკოინის ფასი 50%-ით დაეცეს და 20000-30000$-მდე ჩამოვიდეს.

„ მცირე დროში ბიტკოინის მასშტაბური ზრდის გათვალისწინებით, ვფიქრობ უახლოეს მომავალში ბიტკოინის მნიშვნელოვან კორექციას უნდა ველოდოთ. ვთვლი, რომ ფასი შესაძლოა 20000-30000$-ს დაუბრუნდეს, ანუ 50%-იანი შემცირება განიცადოს. მაგრამ ბიტკოინში საინტერესო ისაა, რომ ფასის მსგავსი ვარდნა ადრეც გვინახავს.“

მაინერდის თქმით, ფასის მნიშვნელოვანი კორექცია გრძელვადიანი „ხარების ბაზრის“ ნორმალური ევოლუციის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. მასვე ეკუთვნის გრძელვადიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის ფასმა შესაძლოა 600000$-ს მიაღწიოს, რომელიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

გასული წლის ნოემბერში, Guggenheim Partners-მა Grayscale Bitcoin Trust-ში ინვესტირებისთვის აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიაში ( SEC) Macro Opportunities-ის ფონდიდან 500 მილიონი დოლარის გამოსაყოფად  განაცხადი შეიტანა.

წყარო: https://bits.media

The post „ბიტკოინის ფასი შესაძლოა 50%-ით დაეცეს“- სკოტ მაინერდი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   307 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 306 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)
    • Sharp