Guest Merlin Posted 25 აპრილი, 2021 Posted 25 აპრილი, 2021 CNBC-სთან ინტერვიუში Guggenheim Partners-ის ინვესტიციების მენეჯერმა, სკოტ მაინერდმა (Scott Minerd) ბიტკოინის შესაძლო „სერიოზული კორექციის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, შესაძლოა ბიტკოინის ფასი 50%-ით დაეცეს და 20000-30000$-მდე ჩამოვიდეს. „ მცირე დროში ბიტკოინის მასშტაბური ზრდის გათვალისწინებით, ვფიქრობ უახლოეს მომავალში ბიტკოინის მნიშვნელოვან კორექციას უნდა ველოდოთ. ვთვლი, რომ ფასი შესაძლოა 20000-30000$-ს დაუბრუნდეს, ანუ 50%-იანი შემცირება განიცადოს. მაგრამ ბიტკოინში საინტერესო ისაა, რომ ფასის მსგავსი ვარდნა ადრეც გვინახავს.“ მაინერდის თქმით, ფასის მნიშვნელოვანი კორექცია გრძელვადიანი „ხარების ბაზრის“ ნორმალური ევოლუციის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. მასვე ეკუთვნის გრძელვადიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის ფასმა შესაძლოა 600000$-ს მიაღწიოს, რომელიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა. გასული წლის ნოემბერში, Guggenheim Partners-მა Grayscale Bitcoin Trust-ში ინვესტირებისთვის აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიაში ( SEC) Macro Opportunities-ის ფონდიდან 500 მილიონი დოლარის გამოსაყოფად განაცხადი შეიტანა. წყარო: https://bits.media The post „ბიტკოინის ფასი შესაძლოა 50%-ით დაეცეს“- სკოტ მაინერდი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა