ფორუმელი erfiro Posted 24 აპრილი, 2021 Posted 24 აპრილი, 2021 ცივი იყო ზაფხული, იყოს რაც იყო, ვინღა მოითვლის, დამრჩა სიჩუმე გადანახული, მაგიდას ვაწყობ ისევ ორისთვის. დრო მოდის, როგორც დათვლილი ვალი, მძიმედ ივსება ძველი რვეული, ,,...რომ თოვლი მახსოვს, რომ მახსოვს კვალიც, მარტოღა ჩემი და არეული..." ამ წელსაც დარჩა სუნთქვა ორი თვის, ვინ იცის, წელსაც დაიგვიანა, მაგიდას ვაწყობ, ისევ, ორისთვის, მერე, ბავშვივით ვზივარ ჭკვიანად... ჩემი საშა რამდენი ქალი მყავს მაგისი ლექსებით შებმული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 24 აპრილი, 2021 Posted 24 აპრილი, 2021 (შესწორებული) შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად .. შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად: უცებ გადაწყდა ფოთლების საქმე და მხოლოდ ერთი, ყველაზე სუსტი, ხელისგულივით აწვება სარკმელს. მოცოცავს ლურჯი ასფალტის ხავსი. შიშვლდსება ქუჩა და სახეს კარგავს, და გაქვავებულ მდინარის მსგავსად, ყველაზე უფრო თავის თავს არ ჰგავს. გაქვავებული მდინარის მსგავსი, სილის ქვეყანას ვეღარ მიათრევს და ლაქებივით არტყია ტანზე, რაც მორჩენიათ სახლებს სინათლე. Edited 24 აპრილი, 2021 by marguerite ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი erfiro Posted 24 აპრილი, 2021 Author Posted 24 აპრილი, 2021 @marguerite ახლა მაჯობე მგონია თუ მეჩვენება? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი erfiro Posted 24 აპრილი, 2021 Author Posted 24 აპრილი, 2021 ამას ვერ დავდებ... ძაან პირადულია... ფეხშიშველა კაროს ებარებოდეთ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა