Guest Merlin Posted 24 აპრილი, 2021 Posted 24 აპრილი, 2021 გამოძიების ფარგლებში, სამხრეთ კორეის საშემოსავლო სამსახურის სეულის განყოფილებამ (NTS) კერძო პირებისა და კომპანიებისგან, რომლებიც გადასახადებს თავს არიდებდნენ, 25 მილიერდი ვონის (22 მილიონი დოლარის) ღირებულების კრიპტოვალუტების კონფისკაცია მოახდინა. სულ გამოვლენილი იქნა 1566 ფიზიკური პირი და კომპანია. ჩამორთმეული კრიპტოვალუტებიდან ძირითადი მოცულობა ბიტკოინმა შეადგინა, 16% DVC და XRP-მ, 10% კი ეთერიუმმა. შემოწმების შედეგად NTS-მა განაცხადა, რომ კანონდამრღვევთაგან 676 პირი სამ კრიპტოვალუტის ბირჟაზე სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და სახელმწიფოსგან 25 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის გადასახადი დამალა. 118 მა ადამიანმა უკვე დაფარა 1 მილიონამდე დოლარის გადასახადი. სეულის ხელისუფლების ცნობით, ტრეიდერებმა მიმართეს საგადასახადო სამსახურს არ გაენადგურებინათ ჩამორთმეული კრიპტოვალუტები, რადგან ფასის გაზრდის შემთხვევაში მათ გადაცილებული გადასახადების დაფარვის საშუალება მიეცემათ და შესაძლოა მოგებაც დარჩეთ. სამხრეთ კორეის კანონმდებლობით, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური პირადი მონაცემებით, რომლებიც საბანკო ბარათზე იქნება მიბმული. გარდა ამისა, სახელმწიფო დაწესებულებებს შეუძლიათ კრიპტობირჟებისგან კლიენტებსა და მათ მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე ინფორმაცია გამოითხოვონ. სავაჭრო პლატფორმების მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევები დიდი ჯარიმებით ისჯება. სამხრეთ კორეაში უკვე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ტრეიდერების ციფრული აქტივებიდან მიღებული 2.5 ვონზე მაღალი წლიური შემოსავალი 20%-ით დაიბეგრება. კანონი 2023 წლიდან შევა ძალაში. წყარო: https://bits.media The post სეულელ ტრეიდერებს სახელმწიფომ 22 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა ჩამოართვა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა