Jump to content
×
×
  • Create New...

დღეს, 22:00 საათზე ფილმის “გოგიტას ახალი ცხოვრება” ჩვენება გაიმართება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დღეს, 22:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან არსებულ კინოკლუბში დოკუმენტური ფილმის, “გოგიტას ახალი ცხოვრება” ონლაინ ჩვენება გაიმართება.

ლევან კოღუაშვილის მიერ 2016 წელს გადაღებული ფილმის მთავარი გმირი 14-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოდის და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.

“მინდოდა გადამეღო ფილმი ციხეზე და ციხის მძიმე ცხოვრებაზე. გამომივიდა ფილმი ცოლის მოყვანაზე. უფრო სწორედ ბედნიერების ძიებაზე და კიდევ რაღაცაზე რისი ახსნაც მიჭირს. ეს რაღაცა სევდიანია, მაგრამ თბილიც და ალაგ-ალაგ სასაცილოც”. – ამბობს რეჟისორი.

ფილმმა რეჟისორს Docudays საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალის ჯილდო მოუტანა.

ლევან კოღუაშვილი თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟსორია. გადაღებული აქვს ფილმები “ქუჩის დღეები”, “შემთხვევითი პაემნები” და “ქალები საქართველოდან”.

ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

The post დღეს, 22:00 საათზე ფილმის “გოგიტას ახალი ცხოვრება” ჩვენება გაიმართება appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share