Jump to content
×
×
  • Create New...

თურქეთის პოლიციამ ბირჟა Thodex-ის საქმიანობის გამოძიება დაიწყო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex-ის საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ 62 ადამიანი დააკავა.  ამას წინ უძღოდა ათასობით ადამიანის საჩივარი, რომლებიც კრიპტობირჟას თაღლითობაში სდებდნენ ბრალს.

სამართალდამცავმა ორგანოებმა  Thodex-ის თანამშრომლები დააკავეს. მიმდინარე კვირაში პლატფორმის გაყიდვის პროცესთან დაკავშირებით Thodex-მა საქმიანობის რამდენიმე დღით შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. თუმცა მომხმარებლებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს თანხების გამოტანა ან ანგარიშებზე წვდომა ვერ მიიღეს, სოციალურ ქსელებში შეშფოთება გამოხატეს.

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით პროკურატურამ 78 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, მათგან 62 ოპერაციის ჩატარების შედეგად დააკავეს. ოპერაცია სტამბოლში იყო კონცენტრირებული და კიდევ 8 პროვინციაში მიმდინარეობდა. სტამბოლის პოლიციის ცნობით, კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ფარუკ ფატიჰ ოზერმა (Faruk Fatih Ozer) ქვეყანა სამშაბათს დატოვა და ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაემგზავრა.

პროკურატურამ გამოძიება მომხმარებლების უკმაყოფილების საფუძველზე დაიწყო და კომპანიის ანგარიშების ბლოკირება მოახდინა.

Thodex-ის განცხადებით, კომპანიაზე გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. CoinMarketCap -ის მონაცემებით, კრიპტობირჟის დღიური ვაჭრობის მოცულობა ბოლო დღეს  538 მილიონ დოლარს შეადგენდა. 

15 მარტი – 15 აპრილის პერიოდში Dogecoin-ის ფასის გაზრდამდე, ბირჟამ წარმატებული მარკეტინგული კამპანია ჩაატარა, რომლის დროსაც ყოველ ახალ მომხმარებელს 150 DOGE გადაეცა. 14 აპრილს DOGE/USDT კურსი 0.1145750$-ს შეადგენდა. 16 აპრილს კი DOGE უკვე 0.42$ ღირდა.

წინა კვირას თურქეთმა კრიპტოვალუტების გადახდებისთვის გამოყენება აკრძალა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალვის მიზეზად „გამოუსწორებელი“ ზარალი და ოპერაციული რისკები დაასახელა.

წყარო: https://bits.media

 

The post თურქეთის პოლიციამ ბირჟა Thodex-ის საქმიანობის გამოძიება დაიწყო appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   203 all people including: 2 წევრი, 1 ანონიმური, 200 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(4)
    • Chrome(16)
    • Googlebot(1)
    • Micawber
    • Facebookexternalhit(5)
    • t-90