ფორუმელი Moor Posted 23 აპრილი, 2021 Posted 23 აპრილი, 2021 ჭყონდიდის ეპარქია admin Fri, 04/23/2021 - 19:59 ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სტეფანე კალაიჯიშვილი ლევან ვასაძისა და პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერია, ხოლო მისი წინამორბედი, გრიგოლ კაცია სერგეი გავრილოვს საპატრიარქოში შეხვდა. 2021 წლის მდგომარეობით, მარტვილში ყოველი მე-4 და აბაშაში ყოველი მე-5 მაცხოვრებელი უკიდურესად ღარიბია. ბოლო პერიოდში, ეპარქიის ხელმძღვანელმა, საეკლესიო სამართლის გვერდის ავლით, არაერთი სასულიერო პირი განკვეთა და კონფლიქტი ახლაც მიმდინარეობს. ჭყონდიდის ეპარქია აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს და მის მინდებარე ტერიტორიებს მოიცავს. მისი წინამძღოლი 2019 წლისან ჯერ გრიგოლ კაცია იყო, ხოლო შემდგომში მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი, რომელიც ეპარქიის სამღვდელოებასთან მძიმე დაპირისპირებაშია და არაერთი სასულიერო პირი განკვეთა უკვე ეკლესიიდან. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. მან შაბათამდე (24 აპრილამდე) მისცა ვადა სამ სასულიერო პირს მონანიებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში განკვეთით დაემუქრა. აღსანიშნავია ისიც, რომ საეკლესიო სამართლის მიხედვით მას ამ გადაწყვეტილებების მიღების უფლება ერთპიროვნულად არ აქვს და სასულიერო პირების განკვეთის საკითხი წმინდა სინოდის გადასაწყვეტია. პრორუსული განწყობებით ცნობილმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მიტროპოლიტის თანამდებობაზე შეცვალა აგრეთვე მკვეთრად პრორუსული განწყობის მქონე მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც 2019 წლის ბოლოდან ხელმძღვანელობდა ეპარქიას, მეუფე პეტრე ცაავას გადაყენების შემდგომ. გრიგოლ კაცია 2019 წლის ზაფხულში მართლმადიდებელთა პარლამენტთაშორის ასამბლეაზე ჩამოსულ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დიალოგის ფორმით აღდგენის შესაძლებლობებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა. მეუფე სტეფანე 2019 წელს პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის დაორგანიზებულ აქციას ვერის ბაღში უჭერდა მხარს და კვერთხის ჩარტყმით ემუქრებოდა ლგბტქ თემის წარმომადგენლებს, აგრეთვე, მას შემდეგ, რაც მეუფე სტეფანე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად, მან 200 კაციანი ნადიმი გაუმართა პარტია პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებს (ამა წლის 23 მარტს). ერთ-ერთი ცნობით ის ხშირად სტუმრობს რუსეთის ფედერაციას და ერთ-ერთი რუსულ უმაღლეს სასწავლებელში დოქტორის ხარისხიც აქვს მინიჭებული. საქართველოს საპატრიარქო ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით ფინანსდება. ამის გარდა, საპატრიარქო სხვა გზებითაც იღებს მატერიალურ სიკეთეებს. მათ შორის, საქართველოს მუნიციპალიტეტები თანხებს გადასცემენ საეკლესიო ეპარქიებს. 2019-21 წლებში აბაშის მუნიციპალიტეტმა ჭყონდიდის ეპარქია 100,000 ლარით დააფინანსა, ხოლო იმავე წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტმა ეპარქია 80,000 ლარით დააფინანსა. 2021 წელს აბაშის მუნიციპალიტეტს დაგეგმილი არ აქვს ეპარქიის დაფინანსება, ხოლო მარტვილი ისევ 40,000 ლარით აპირებს დაფინანსებას. აღსანიშნავია პანდემის პერიოდში მოსახლეობის დამძიმებული სოციალური ფონი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები მათი სოციალური შემწეობისთვის. მაგალითად, 2019-21 წლებში აბაშის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 28,000 ლარი დახარჯა 18 წლამდე შშმ პირთა დახმარებაზე, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტმა იმავე წლებში 69,4000 ლარი დახარჯა მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახების დასახმარებლად. აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, აბაშაში ყოველი მე-5 (4,102), ხოლო მარტვილში ყოველი მე-4 (8,334) ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. წყარო: 1. http://ssa.gov.ge/ - სოც. მომს. სააგენტო 2. https://tvpirveli.ge/.../914-200-katsiani-supra... - 200 კაციანი ნადიმი პატ.ალიანსს 3. https://www.radiotavisupleba.ge/.../%E1%83.../30248579.html - მეუფე გრიგოლ კაცია 4. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5101113... - აბაშის ბიუჯეტი 5. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5057449... - მარტვილის ბიუჯეტი 6. https://fb.watch/52uT8Mqxrh/ - კვერთხის ჩარტყმის მუქარა Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-04/176558211_2937240439884720_3089603825929573489_n.jpegაპრილი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა