Jump to content
×
×
  • Create New...

ლესბოსელ წყვილზე თავდასხმელი გირაოთი გაათავისუფლეს 


Recommended Posts

  • ფორუმელი

მამაკაცი, რომელიც ლესბოსელ წყვილს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხა, სასამართლომ 23 აპრილს 3 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

„თბილისი პრაიდის“ ცნობით, ლესბოსელ წყვილს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის  ეზოში მეზობელი მამაკაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს 20 აპრილს დაესხა. ამავე ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო, იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს. მოგვიანებით მან ჯიბიდან დანა ამოიღო და წყვილს დაემუქრა.

ერთ-ერთმა მსხვერპლმა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინცინდენტის ტელეფონით გადაღება მოახერხა. „იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა“, – აცხადებს „თბილისი პრაიდი“. ამასთან, მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს,  ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.

პოლიციამ დაკავებულის წინააღდეგ გამოძიება 22 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა), 150-ე (იძულება) და 284 (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა) მუხლებით დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, წყვილს მსხვერპლის სტატუსი მიენიჭეს, ხოლო პროკურატურამ სასამართლოს გამოძიების დასრულებამდე თავდასხმელისთვის წინასწარი პატუმრობის შეფარდების თხოვნით მიმართა. თუმცა, სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. წყვილის ადვოკატმა, ცირა ჯგერენაიამ ჟურნალისტებს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უთხრა, რომ თავდამსხმელის გათავისუფლების პირობები არ არის საკმარისად ადეკვატური, რათა წყვილი შემდგომი ძალადობრივი ქმედებისგან იყოს დაცული.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა თამაზ სოზაშვილმა განაცხადა, რომ თავდასხმელი ციხიდან არ უნდა გამოუშვან, ვინაიდან წყვილს პოტენციური საფრთხე ემუქრება. მისივე მტკიცებით, პოლიცია „სათანადო სენსიტიურობით“ არ მიუდგა საქმეს, ხოლო „ასეთი გადაწყვეტილებები ახალისებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს“.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვინმეს იმის ილუზია ქონდა რომ ციხეში ამოალპობდნენ? :lol:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ის მცირეწლოვანი ბავშვი ვისია? ?

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
15 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ის მცირეწლოვანი ბავშვი ვისია? ?

გგონია რომ ლესბოსელებს შვილები არ ყავთ?

რა გინდა შენ ყველა ლესბოსელი ქალიშვილი ჩავიდეს საფლავში? :nope:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan
გულშიც არ გამივლია მსგავსი რამ :meravi:
მე უბრალოდ ის მაინტერესებს, მათი ბავშვის თვალწინ გალანძღა, საკუთარის, მესამე პირის ბავშვის თუ სინამდვილეში საერთოდ არ ყოფილა იქ ბავშვი და მხოლოდ სათაურში ჩასვეს გასამძაფრებლად :uxe:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

მე უბრალოდ ის მაინტერესებს, მათი ბავშვის თვალწინ გალანძღა, საკუთარის, მესამე პირის ბავშვის თუ სინამდვილეში საერთოდ არ ყოფილა იქ ბავშვი და მხოლოდ სათაურში ჩასვეს გასამძაფრებლად :uxe:

ლესბოსელი წყვილის ბავშვის თვალწინ :) 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Mulan said:

ლესბოსელი წყვილის ბავშვის თვალწინ

მაშინ შედარებით არა უშავს, საკუთარ შვილს თუ არ მისცა მაგალითი
 

Quote

:) 

ყველა გინებაზე უარესს მეუბნები? :spy:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ყველა გინებაზე უარესს მეუბნები? :spy:

შენც გზაფრავს ამ სმაილზე? 

 

:rolf:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share