Guest Merlin Posted 23 აპრილი, 2021 Posted 23 აპრილი, 2021 კუბის მთავრობამ ციფრული აქტივები მომდევნო ხუთი წლით ეკონომიკის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართო, რასაც აშშ-ს სანქციების უარყოფითი გავლენის შემცირება შეუძლია. რამდენიმე დღის წინ კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა (Miguel Díaz-Canel) კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა დაიკავა. რის შემდეგაც კუბის მთავრობა პარტიისგან შემოთავაზებულ, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის პრინციპების განვითარებაში კრიპტოვალუტების ჩართვის წინადადებას დაეთანხმა, რომელიც 2026 წლამდე უნდა განხორციელდეს. კუბის მთავრობას მიაჩნია, რომ აშშ-ს მხრიდან ეკონომიკური სანქციების პირობებში, ციფრულ აქტივებს ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება შეუძლიათ. მთავრობა მზადაა კრიპტოვალუტების პოტენციალი შეისწავლოს და დარგის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას. კუბის მოსახლეობის ინტერესი ბიტკოინის მიმართ ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ სუსტი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მიუხედავად, მთავრობა გეგმავს მოსახლეობისთვის ბიტკოინთან წვდომა გაამარტივოს. ჯერ კიდევ უცნობია აპირებს თუ არა კუბა სახელმწიფო კრიპტოვალუტის შემოღებას. ქვეყნის ეკონომიკაზე აშშ-ს გავლენის შემცირების გზად კრიპტოვალუტებს არაერთი ქვეყანა განიხილავს. მათ შორის არიან : ბრაზილია, ირანი, ჩინეთი, ვენესუელა,ბერმუდისა და მარშალის კუნძულები. ყოველი მათგანი კრიპტოვალუტების დანერგვისთვის განსხვავებულ მეთოდს იყენებს. მაგალითად, მარტში ვენესუელას მოსახლეობას სახელმწიფო გადახდის სისტემა Biopago-ს მეშვეობით, აშშ დოლარის მხარდაჭერის მქონე სტეიბლკოინების ყიდვის შესაძლებლობა მიეცა. მარშალის კუნძულების რესპუბლიკა კი დოლარის გავლენისგან განთავისუფლებისთვის Algorand-ის პროექტთან ერთად აქტიურად მუშაობს სახელმწიფო სტეიბლკოინის შექმნაზე. წყარო: https://bits.media The post კუბამ კრიპტოვალუტები ეკონომიკის განვითარების პროგრამაში ჩართო appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა