Jump to content
×
×
  • Create New...

თავხედური გულახდილობა


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

როდემდე უნდა მივექანებოდეთ ადამიანები იმ მარაზმისკენ, რასაც "ჩემი აზრი დავაფიქსირე, მე ამის უფლება მაქვს" ჰქვია და ამ დროს ამ აზრით სრულიად უტაქტოდ, შეურაცხყოფას აყენებენ სხვას?! ისე მარტივად გაუსვამენ თანამოსაუბრის ნაკლს ხაზს, ან მიუთითებენ თუ რა არ მოსწონთ მასში, მის გარეგნობაში, ჩაცმულობაში, პირად ცხოვრებაში, საქმიანობაში და ა.შ. თითქოს არაფერი, თითქოს ასე უნდა ვურთიერთობდეთ ადამიანები ერთმანეთთან, უნდა ვამცირებდეთ, ვთელავდეთ, არ ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს... თანაც ამას აკეთებენ ზრდასრული ადამიანები, რომლებიც მომავალ თაობებს ზრდიან.

საბედნიეროდ, აღზრდა და კულტურა მაძლევს იმის საშუალებას, რომ აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი არ გავცე - "ტრა#ში გაიკეთე შენი აზრი და ფარშევანგივით იარე"!

მაგრამ როდემდე?

სად დაკარგეს ადამიანებმა ტაქტი?

Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი როცა იმას გაიაზრებ რომ შენი სიტყვებით შეიძლება სხვას ტკენდე ისე ტკენდე რომ სუნთქვა არ უნდოდეს მერე. ემპათიაა წამოსაწევი თორემ მსგავსად ენის წაგდებას არაფერი ჭირდება!

სწერვები მე ყველაზე უსულგულო ხალხი მგონია რომლებიც ნამდვილად არიან იმის ღირსნი იქეთ ათრიო. მითრევია ბევრი და ბევრ სწერვასაც ვათრევ ისე რომ სინდისი არ შემაწუხებს! ამიტომ სანამ წამოვაყრანტალებთ ჯობია დავფიქრდეთ ხოლმე, ყველაზე გაბრაზებულსაც კი არ მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება სხვისთვის მაგ დონეზე აგდამევლო იმიტომ რომ მან მერე შენ გარეშე უნდა იცხოვროს და იფუნქციონიროს!

 

 

Share on other sites

Guest EXTRA-TERRESTRIAL KID
Posted (შესწორებული)

ფლეიმში უტაქტობაზე და თავხედობაზე წუწუნი  ძაან აცდენაა

 

მეჩეთში შაურმით შედით და მოლას აუხსენით რომ ცდება ბარემ

Edited by EXTRA-TERRESTRIAL KID
Share on other sites

5 minutes წინ, ფორთოხალი said:

უტაქტოდ, შეურაცხყოფა

vs ტაქტიანი გულგრილობა.

 

საინტერესო დილემაა.

რა გირჩევნია ნაკლოვან ადამიანად ჩაგთვალონ თუ საერთოდ არაადამიანად(ცუდი გაგებით).

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Mulan said:

ემპათიაა წამოსაწევი თორემ მსგავსად ენის წაგდებას არაფერი ჭირდება!

გოგო, ტვინში სისხლი მექცევა ამას იმით რომ ამართლებენ - იი ჩემი აზრია და უფლება მაქვს ვთქვა; სიტყვის თავისუფლება; რასაც მინდა იმას ვიტყვი; მე ასე ვფიქრობ...

 

ზოგიერთს ლაპარაკის უფლება საერთოდ უნდა ჩამოართვა :facepalm:
 

@EXTRA-TERRESTRIAL KID აი, რა ფლეიმი? ფორუმის გარდა საზოგადოება არსად არის?! :facepalm:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, EXTRA-TERRESTRIAL KID said:

ფლეიმში უტაქტობაზე და თავხედობაზე წუწუნი  ძაან აცდენაა

 

ფლეიმში ვინმემ რამე უთხრა?

არ მგონია

უფრო გარედან მოტანილი აზრებია

რეალიდან

9 minutes წინ, ChariotGod said:

რა გირჩევნია ნაკლოვან ადამიანად ჩაგთვალონ თუ საერთოდ არაადამიანად(ცუდი გაგებით).

რატო უკიდურესობები? 

მეორეს მხრივ სინამდვილეში ეგეთებსაც  გულგრილობა ამოძრავებთ რა არა? 

მე მაქვს ჩემი შეხედულებები და მათი დეკლარირებისგან თავს არ შევიკავებ არასდროს როცა ჩავთვლი საჭიროდ ვინმეს თუ გულზე ხვდება ბოდიშ მარა არ მადარდებს, საყვარელ ადამიანებს ელემენტარულ მითითებებსაც კი არ ვაძლევ, რატო? ვაძლევ არჩევანის თავისუფლებას. მარტივია... ჩემ ყოფილს იმდენი შენიშვნა ქონდა ჩემ არასრულყოფილებასთან დაკავშირებით ჰუუჰ, ერთხელაც მეუბნება აიო ნუთუ ყველაფერი მოგწონს ჩემშო, ავხედე და კითხვითე ვუპასუხე, როგორ ფიქრობ თქო? რატო არასდროს მითითებო, რა ვიცი რატო? მე არ მინდა ჩემ გამოა დამიანები რაღაცას არ აკეთებდნენ, ბუნებრივად არ უნდებოდეთ იმ რაღაცების არ გაკეთება და არა ჩემი დაჟინებული მოთხოვნით! 

 

 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, ChariotGod said:

რა გირჩევნია ნაკლოვან ადამიანად ჩაგთვალონ

მეტყვიან თუ არ მეტყვიან, მე არ ვიცი ჩემი ნაკლი და პრობლემა? მათ ჩემზე უკეთ იციან?! თუ, უტაქტოდ და უზრდელურად რომ გაუსვამენ ამას ხაზს, მაშინ გავიგებ? :facepalm: ან, რა წესია ვერ გავიგე, ვიღაცის, მაგალითისთვის ვთქვათ, ბოტასი ან კეხიანი ცხვირი არ მოგეწონოს და მიხვიდე და მიახალო. მე, ვთქვათ, მკიდია სხვისი აზრი, მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულგრილად ვერ ეკიდებიან მსგავს რამეს? 
 

თუ გულახდილობა უნდათ, საკუთარზე ილაპარაკონ

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share