Guest Merlin Posted 23 აპრილი, 2021 Posted 23 აპრილი, 2021 შეუძლებელია ბიზნესი განვითარდეს, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ არსებობს – ამ პირობის აუცილებლობას განვითარებული ქვეყნების ხელისუფლებაში დიდი ხნის წინ მიხვდნენ. საქართველოში კი სასამართლოში არსებული პრობლემები შემცირების ნაცვლად იზრდება. ბიზნესს სერიოზულ პრობლემას უქმნის წლობით გაჭიანურებული დავები, კორუფციის შესაძლო შემთხვევები, სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილებები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების ჩარევით მიიღება. სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას აფერხებს მოსამართლეთა კვალიფიკაციის ნაკლებობაც. სასამართლოში შექმნილ პრობლემებზე ბიზნესი დიდი ხანია საუბრობს. ამის გამო 2017 წლის დასაწყისიდან ხელისუფლებას უკვე ღიად აკრიტიკებდნენ ბიზნესასოციაციები. ისინი საუბრობდნენ არასასურველ ჩარევებსა და ფავორიტიზმზე. საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებიც. „ევროდელეგაციის მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეინიშნება დარღვევები მოსამართლეების არჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში; წინასწარი გარიგებები საქმეებთან დაკავშირებით; პროცედურული ხარვეზები; ფავორიტიზმი; კორუფცია და არასასურველი ჩარევები.“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ინვესტორთა საბჭოს 2017 წლის 14 ივნისის სხდომაზე. ამ განცხადებიდან თითქმის 4 წელი გავიდა, სასამართლოში კი პრობლემები უფრო მატულობს. გაჭიანურებული სასამართლო დავები საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სასამართლოებში სამოქალაქო კატეგორიის დავების სამივე ინსტანციაში განხილვის დასრულებას, საუკეთესო შემთხვევაში, 4 წელიწადი მაინც სჭირდება. აქ არ შედის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო დრო. ერთ მოსამართლეზე ერთდროულად ასობით განსახილველი საქმე მოდის. სიტუაცია ვერ გამოასწორა ვერც კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შემოღებამ, რაც 2016 წლიდან ამოქმედდა. ამ დრომდე არ არსებობს კვლევა საერთო სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების სტატისტიკური მონაცემებისა და კონკრეტული მიზეზების შესახებ. „პრობლემას ქმნის სასამართლოს გადატვირთულობა. ბევრი საქმე შედიოდა და კვლავაც შედის სასამართლოში. ამას ემატება სასამართლოს შიგნით ქეისების არასწორი მენეჯმენტი, მოსამართლეთა ნაკლებობა. პრობლემების გადაჭრის ერთ–ერთი გზა არბიტრაჟის შექმნა იქნება, თუმცა, ამ მიმართულებით პროგრესი ჯერჯერობით არ არის“, – აღნიშნავს Business Feed-თან საუბარში ბიზნესმენთა ასოციაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი. „თითქმის ყველა სამოქალაქო დავაზე ვადა არის დარღვეული. ამის მიზეზი სასამართლოს მენეჯმენტში მყოფი ადამიანების დაბალი კვალიფიკაციაა. თვეები გადის, მოსამართლეების დეფიციტი იზრდება, საქმეები არ იკლებს და პრობლემები მძაფრდება. ამას დაემატა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა. მაგალითად, უძრავი ქონებიდან პირის გამოსახლება, რომლის აღსრულება ადრე სასამართლოს გარეშე ხდებოდა. ახლა გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რამაც მისი მნიშვნელოვანი გადატვირთვა გამოიწვია“, – გვითხრა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. მისი თქმით, დროულად მხოლოდ იმ საქმეებზე მიიღება გადაწყვეტილება, რომლებიც ხელისუფლებამ სუბიექტის დასჯის მიზნით თავად შექმნა. tingey-injury-law-firm/unsplash.comხელისუფლების ინტერესით დაჩქარებული საქმე საქმე, რომელიც სასამართლომ უმოკლეს დროში განიხილა, ფილიპ მორისსა და სს თბილისის თამბაქოს შორის 2017 წლის თებერვალში მიმდინარე დავა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები მოცულობითი, ხოლო დავა თავისი შინაარსით სამართლებრივად რთული იყო, სასამართლომ საქმე დაჩქარებულად წარმართა, არსებითად ერთ სხდომაში განიხილა და გადაწყვეტილებაც იმავე სხდომაზე გამოაცხადა. კომპანია ფილიპ მორისს სს თბილისის თამბაქოს სასარგებლოდ 93 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა. აშკარა იყო, რომ იკვეთებოდა სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შემთხვევა, რადგან სს თბილისის თამბაქო ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან – ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანიაა. სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც მიუთითებდა. რას უშავებს ბიზნესს გაჭიანურებული დავა? წლობით გაჭიანურებული ბიზნესდავა კომპანიას ფინანსურად აზარალებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებულია ყადაღა ანგარიშებზე არსებულ თანხებზე. გაჭიანურებული დავა ნიშნავს გაყინულ ბიზნესოპერაციას, რაც კომპანიას ფინანსურ რისკებს უზრდის. ბიზნესს რომ უნდოდეს თანხის წარმოებაში ჩადება, მან უნდა გათვალოს, თუ სასამართლოში დავა ექნება, წლობით ლოდინი მოუწევს. ეს კი მისთვის დამატებითი ხარჯი იქნება. სასამართლოს მიმართ უნდობლობა უარყოფითად მოქმედებს ინვესტორის გადაწყვეტილებაზეც. „სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი – აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში და ევროკავშირის ელჩები და წარმომადგენლობა. მათ აქვთ შენიშვნები, იმის გამო, რომ სასამართლოში რეფორმები არ ჩატარდა და, მეორე მხრივ, სასამართლოში არის კლანური მმართველობა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების განსაზღვრულ ჯგუფს მიუწვდება ხელი მართლმსაჯულებაზე, რაც სასამართლოს მიმართ ნდობას ამცირებს“, – აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე. რა დაიცავს ბიზნესს? იურისტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემებიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება სასამართლოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვება იქნება. „ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და არა მეგობრული სასამართლო. ხელისუფლება უნდა იყოს მზად, რომ მას ექნება პრობლემები, თუ სასამართლო დამოუკიდებელი გახდება. სამწუხაროდ, ამის სურვილი და ნება საქართველოში არცერთ ხელისუფლებას ჰქონია. დღეისათვის კიდევ უფრო რთულად არის საქმე, რადგან კლანურმა მმართველობამ არა მარტო პირველ და მეორე ინსტანციაში, არამედ უზენაეს სასამართლოშიც შეაღწია“, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე. „წვრილმანი სასესხო დავები, რომლებიც დიდი რაოდენობით არის დაგროვილი, კონვეიერული სისტემით უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ. ასეთი არის, 200-300 ლარიანი სასესხო დავები. უნდა მოხდეს სპეციფიკური ცვლილებები სამოქალაქო–საპროცესო კოდექსში, რაც წვრილმან საქმეებზე განხილვის ვადებს შეამცირებს. ასევე, უნდა მოხდეს მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაციით მომზადება და განვითარება“, – მიიჩნევს ნიკა ნანუაშვილი. The post რას უშავებს ბიზნესს სასამართლო? appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა