Jump to content
×
×
  • Create New...

უინკლევოსების ბირჟის მომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Top-6-cryptocurrencies-2018-300x172.jpg

უინკლევოსების კრიპტოვალუტის ბირჟის მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

ტეილერისა და ქემერონ უინკლევოსების საკუთრებაში არსებულმა Gemini-მ განაცხადა, რომ ფონდში არსებულმა ბიუჯეტმა პირველად გადააჭარბა 25 მილიარდ დოლარს. ეს უკანასკნელი კი ტყუპების განცხადებით ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი ჩართულობის წყალობით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ტყუპების აქტივები 2021 წლის დასაწყისშივე გაორმაგდა. ”ჩვენს საპარტნიორო მომსახურებას იყენებენ მსოფლიოს უდიდესი აქტივების მენეჯერები, მათ შორის BlockFi, Blockchange CoinList-ი, CI Global Asset Management-ი, DAiM-ი, BTG Pactual-ი, Caruso, Eaglebrook Advisors-ი და WealthSimple”-ი, – აღნიშულია კომპანიის განცხადებაში.

კვირის დასაწყისში ბირჟის 24 საათიანმა სავაჭრო მოცულობამ 381 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გლობალურ სტატისტიკაში მე-13 ადგილი დაიკავა.

ტყუპებმა დროთა განმავლობაში გამოიმუშავეს ურყევი რეპუტაცია კრიპტო ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი სანდო სავალუტო ოპერატორისა, რაც თავის მრივ, მრავალი ფაქტორითაა განპირობებული.

2020 წელს Gemini გახდა პირველი ციფრული ვალუტის ბირჟა, რომელმაც დაასრულა SOC 2 Type 2 შეფასება, რასაც მოჰყვა ბირჟის ოპერაციული უსაფრთხოების დადასტურება.

The post უინკლევოსების ბირჟის მომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share