ფორუმელი Moor Posted 22 აპრილი, 2021 Posted 22 აპრილი, 2021 აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც თბილისიდან ოთხი წლის წინ გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს, რომელიც „ადამიანის უფლებათა სახლთან“ ერთად მუხთარლის ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის თქმით, ასევე დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის გადაწყვეტილებას, წინ საგამოძიებო ორგანოში 9 აპრილს ჟურნალისტის გამოკითხვა და 15 აპრილს დანაშაულის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი უძღვოდა. მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია კვლავაც დასაზუსტებელია და უნდა მოიცვას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის სხვა ნაწილებიც, ვინაიდან „ნათელია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანიბაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“. ჩოფიკაშვილის თქმით, საქმეს ასევე უნდა დაემატოს ბრალდებები 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty Inrernational-მა მაშინ თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ ჟურნალისტი გერმანიიდან თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა და „კიდევ ერთელ დაადასტურა მანამდე არაერთგზის გამოთქმული სურვილი, სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე“. ჩამოსვლის შემდეგ მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი „გატაცება“ აზერბაიჯანული მხრის დაკვეთა იყო და ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა და მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა იცოდნენ. მანვე აღნიშნა, რომ გამტაცებლებზე ქართული კრიმინალური პოლიციის სამკერდე ნიშნები ამოიცნო. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მუხთარლის ბრალდებას „სრული აბსურდი“ და „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ უწოდა. ჟურნალისტმა მაშინ ისიც განაცხადა, რომ მას მაღალი რანგის აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკმა უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ქრთამის სახით 3 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა. მუხთარლის გატაცება და საქართველოს ხელისუფლების მიერ წარუმატებელი გამოძიების წარმოება ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნა. „სამოქალაქო საქართველო“ ინფორმაციის დასადასტურებლად პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა