Guest Merlin Posted 22 აპრილი, 2021 Posted 22 აპრილი, 2021 http://www.ambioni.ge/files/samgeretis-moansteri-1024x682.jpg სამღერეთის მონასტერი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამღერეთში. სამონასტრო კომპლექსი აგებულია XI-XIII საუკუნეებში. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის ორი ეკლესია, სატრაპეზო, სასახლე და სამრეკლო. პირველი ეკლესია ძალზე დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ძეგლი განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ამაზე მიუთითებს ფასადის მორთულობა, დეკორი, ჩუქურთმა, საკურთხეველში დატანილი მაღალი, თაღოვანი ნიშები და ა. შ. იკითხება კონქისა და სატრიუმფო თაღის ნაშთები, აგრეთვე სამხრეთის ჯვრული პილასტრი თავის საბჯენი თაღით. კარიბჭე ჯვრული კამარითაა გადახურული. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამრეკლოს ნანგრევია. კომპლექსს გალავანი შემოუყვება. ეკლესიის დაბლა სამხრეთ-დასავლეთით, დიდი საცხოვრებელი სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. მეორე ეკლესიაც ძალზე დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ისიც განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. სატრაპეზო ორსართულიანია. პირველ სართულზე მარანია ქვევრებით. მეორე სართულზე თავად სატრაპეზოა შესასვლელებით დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. განათებულია ხუთი თაღოვანი სარკმლით. აღმოსავლეთ კედელში ორი ნახევარწრიული ნიშაა. აგებულია გათლილი ქვით, შიგნიდან შელესილია. სასახლეს ერთსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. პირველ სართულზე ფართო უნაოთხალო კარია. გადახურვა ჩამოქცეულია. შემორჩენილია ხის კოჭების საყრდენი კონსოლები. სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ეკლესია და გალავანია. სამღერეთის მონასტერს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა