Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ ხვდება ტურისტულ სეზონს საქართველო და მსოფლიო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანრიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის – 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8% იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 1 087 093-მდე შემცირდა, რაც -78.6%-იანი ცვლილებაა. 

2021 წლის 18 აპრილს ფრენები განაახლა დაბალბიუჯეტურმა კომპანია Wizz Air-მა და პირველი რეისი საქართველოდან ვილნიუსის მიმართულებით შეასრულა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ნათია თურნავას განცხადებით, მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა, მათ შორის, რიგიდან და დორტმუნდიდან.

რაც შეეხება ბილეთების ფასებს, მაგალითისთვის, 25 აპრილიდან 30 ივნისამდე Wizz Air-ის ქუთაისიდან ვილნიუსის მიმართულებით რეისზე ბილეთის მინიმალური ფასი 99 ლარია, მაქსიმალური კი – 399. ამ მიმართულებით ავიაკომპანია აპრილისა და მაისის თვეებში კვირაში ერთხელ, ივნისიდან კი კვირაში ორჯერ იფრენს. ასეთივე განრიგით გაყიდვაშია ბილეთები ვარშავის მიმართულებითაც. ივნისის თვის ბოლომდე ამ მიმართულებით ბილეთების ფასები 219 ლარიდან 1 323 ლარამდეა.

კომპანია Hopper-ის მონაცემებით, 2021 წლის მარტიდან მსოფლიოში ავიაბილეთების ფასი ყოველთვიურად დაახლოებით 6%-ით გაიზრდება და, სავარაუდოდ, ზაფხულში დასტაბილურდება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ბილეთები, ამ ეტაპზე, მაინც უფრო იაფია, ვიდრე პანდემიამდე იყო. კრიზისში მყოფი ავიაკომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, მოგზაურობის მსურველთა მცირე რიცხვს ხელსაყრელი ტარიფები შესთავაზონ, რაც, სავარაუდოდ, სავალალოდ აისახება შედარებით პატარა ავიაკომპანიების მომავალზე. 

თბილისიEmerging Europe

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2021 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 55 907 ვიზიტი განხორციელდა. მათ შორის 51 255 ტურისტული ვიზიტი იყო. 2019 წლის მარტთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების ცვლილება -84.4%-ია, ხოლო 2020 წლის ამავე თვესთან შედარებით – -64.4%. საერთაშორისო ვიზიტორების 82.4% ევროპიდან შემოვიდა, 1.1% – ამერიკიდან, 2.5% კი – წყნარი ოკეანის აუზის ან აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან. 

მოქმედი რეგულაციების მიხედვით, პირს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას წარადგენს ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა ნებისმიერი ქვეყნიდან შეეძლება. რაც შეეხება არავაქცინირებულ ადამიანებს, საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება აქვთ ევროკავშირის წევრი და 20 სხვა ქვეყნის  მოქალაქეებსაც, თუ ისინი აკმაყოფილებენ კონკრეტულ პირობებს. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 2020 წელს ტურიზმის ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი უწოდა და ახლახან ისიც განაცხადა, რომ 2021 წლის პროგნოზები გაუარესდა. მიზეზი ვაქცინების წარმოების ნელი ტემპი და ვირუსის ახალი შტამების გავრცელებაა, რომლის გამოც რამდენიმე ქვეყანამ რეგულაციები კვლავ გაამკაცრა. ასევე, გაეროს მიერ გამოკითხული ექსპერტების 41%-მა განაცხადა, რომ ტურიზმის სფერო ჩვეულ რიტმს 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება. იგივე მოსაზრება აქვს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციასაც, რომელიც ამბობს, რომ საჰაერო ინდუსტრია 2023-2024 წლამდე სრულად ვერ აღდგება.

ტურისტული სეზონიForbes

იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, 2021 წლის ზაფხულზე დიდ იმედებს ამყარებენ. მათ დასახვედრად არაერთი ქვეყანა ემზადება. ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის საზღვრები უკვე გახსნეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა შვედეთი, საბერძნეთი, დანია, ისლანდია, პორტუგალია და კვიპროსი. ტურისტების მოსაზიდად ყველაზე კრეატიულ ხერხს მიმართა მალტის ტურიზმის სააგენტომ, რომელიც მალტაზე ჩასულ დამსვენებლებს სასტუმროში ცხოვრებას სამი დღით დაუფინანსებს. თანხის ოდენობა განისაზღვრება სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავალი მალტის სახელმწიფო ბიუჯეტის 27%-ს შეადგენს, შესაბამისად, მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. 

ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკაც. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 051 424 548 შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 35 მილიონით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებსაიტზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, მონაცემები ბოლოს 2020 წლის 23 დეკემბერს განახლდა, რომლის მიხედვითაც, იმავე წლის I კვარტალში საქართველოს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $427 699 შეადგინა.

The post როგორ ხვდება ტურისტულ სეზონს საქართველო და მსოფლიო appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share