ფორუმელი Moor Posted 22 აპრილი, 2021 Posted 22 აპრილი, 2021 საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 21 აპრილის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ბრალდებით შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავეს. ინსპექტორის სამსახურმა დაკავებულების ბრალეულობის საილუსტრაციოდ 2020 წლის 14 მარტის მოვლენები გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილ ჯარისკაცს მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მსგავსი, „კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები“ დაკავებულებმა ჯარისკაცების მიმართ რამდენჯერმე გამოიყენეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, დაკავებულების მიმართ საქმე ძალადობით და პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსხურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფარგლებში 18-27 წლის ასაკის მამაკაცების სხვადასხვა ქვედანაყოფში, მათ შორის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტში წვევამდელების გაწვევას უზრუნველყოფს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 23 აპრილი, 2021 Posted 23 აპრილი, 2021 სავარუდოდ ბავშობის კომპლექსიანი ძაღლები არიან, რომლებიც ბოღმისგან ამ სახით თავისუფლდებიან Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა