ფორუმელი Moor Posted 22 აპრილი, 2021 Posted 22 აპრილი, 2021 უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე 21 აპრილს კიევში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ იგ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების გამო კონსულტატებისთვის გამოიხმო, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩი უკვე შეხვედა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას და მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნარს. სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და „პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე“. უწყებისვე ცნობით, საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს. „მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვასილ ბოდნარმა აღმოსავლეთ უკრაინაში და აზოვი-შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, „რუსეთის პროვოკაციულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს უკავშირდება“. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ იცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ გაჰყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები. უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტი ზელენსკი საქართველოს ელჩის დაბრუნებაზე 15 აპრილს სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. მანამადე, 9 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას სოლიდარობის ნიშნად უკრაინაში საქართველოს ელჩის დაუყონებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმსჯელეს საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ტელეფონით ისაუბრეს დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა