Guest Merlin Posted 22 აპრილი, 2021 Posted 22 აპრილი, 2021 კანადურმა ბიტკოინის მაინინგის კომპანიამ, Bitfarms-მა განაახლა გეგმა სამხრეთ ამერიკაში გაფართოების შესახებ. არსებული ხელშეკრულება კომპანიამ უკვე ამოწურა და გამოყოფილი 210 მეგავატი სრულად მოიხმარა, რომელიც 0.022 დოლარად ჰქონდათ ნაყიდი. კომპანიამ განაახლა და გააფართოვა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, 60 მეგავაიტიანი ჰესის აშენება იქნება საჭირო. გარდა ამისა, Bitfarms–მა დაადასტურა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება 250%-მდე გაზარდეს, რის გამოც კომპანია გადასახადების 10%-ს იხდის. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საინჟინრო პროვაიდერებთან, რათა მოხდეს ახალი ობექტის მშენებლობა. სავარაუდო დრო ახალი ობიექტის დასრულებისათვის 2022 წლის ბოლოსათვის განისაზღვრა. მარტის დასაწყისში Bitfarms– მა MicroBT–ს შეუკვეთა 48000 ახალი თაობის ბიტკოინის მაინერი. ოფიციალურ განცხადებაში ისიც აღინიშნა, რომ ინვენტარის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ დაწესებულებაში განლაგებისათვის არის განკუთვნილი. ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ცენტრალურმა ბანკებმა ბიტკოინი უნდა აკრძალონ. ნიკ ბოლსმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ სამყარო ბიტკოინის გარეშე უკეთსი იქნებოდა და ცენტრალურმა ბანკმა უნდა აკრძალოს ის. მან BBC-ს კორესპოდენტ, რორი სელან-ჯონსისგან პოსტი გაიზიარა, სადაც ნაჩვენებია, რომ ბიტკოინის მაინინგმა გაუსწრო არგენტინას წლიური ენერგიის მოხმარების საკითხში. მონაცემები შეადგინა კემბრიჯის უნივერსიტეტმა და წარმოდგენილია კემბრიჯის ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსში. The post Bitfarms-ი არგენტინის რესურსებს მაინინგის ბიზნესისთვის გამოიყენებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა