Guest Merlin Posted 22 აპრილი, 2021 Posted 22 აპრილი, 2021 კრიპტოვალუტის ბირჟა Bitstamp-მა Amazon-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, სტივენ ბერპარკი დაიქირავა. სტივენ ბერპარკი ახლა კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორია. სტივენ ბერპარკი სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა Amazon–ის ევროპის ტრანსპორტირების განყოფილებაში ლუქსემბურგში, ხოლო 2008 წლამდე იყო ფინანსური დირექტორი კომპანია Barclays–ში. Amazon-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კრიპტო ინდუსტრია ვითარდება. ინდუსტრიის განვითარება ბაზრის ზრდას გულისხმობს. ციფრული ვალუტების ბაზარი კი 2020-ის ბოლოს და ამ წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. Bitstamp-ი კრიპტოვალუტის სექტორში ერთ-ერთი უმსვილესი ბირჟაა. გასულ წელს კომპანიამ შეიცვალა ხელმძღვანელი. უინკლევოსების ბირჟის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჯულიან სოიერი Bitstamp-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ Bitstamp-მა 2020-ის ბოლოს სადაზღვევო ზომები კრიპტო სივრცესთან დაკავშირებული ზოგიერთი გაურკვევლობის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიღო. Bitstamp–ის განცხადებაში აღწერილია კომპანიის განახლებული სადაზღვეო და უსაფრთხოების ზომები: ”პოლიტიკა მოიცავს კრიმინალთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: თანამშრომლების მიერ ქურდობა, დანაკარგები, როდესაც აქტივები ინახება ნებისმიერ შენობაში, სატრანზიტო დანაკარგები, კომპიუტერული თაღლითობებით გამოწვეული ზარალი, ან თანხების გადაცემის თაღლითობებით გამოწვეული ზარალი, ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია იურიდიულ გადასახადებთან და ხარჯებთან”. The post Bitstamp-ის ფინანსური დირექტორი Amazon-ის ყოფილი თანამშრომელია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა