ფორუმელი Moor Posted 21 აპრილი, 2021 Posted 21 აპრილი, 2021 შპს Construction Service-მა ტენდერებში მონაწილეობა 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე ბიუჯეტიდან 81 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. admin Wed, 04/21/2021 - 20:48 შპს Construction Service-მა ტენდერებში მონაწილეობა 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე ბიუჯეტიდან 81 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. კომპანიის ერთ-ერთი არაპირდაპირი მესაკუთრე სამრეწველო პალატის მოქმედი პრეზიდენტი გივი პერტაიაა, რომელიც ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრია. კიდევ ერთი არაპირდაპირი მესაკუთრე გივი კუბლაშვილია - თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ივანიშვილის კომპანიაში, შპს ელიტა ბურჯში მუშაობდა. თბილისის მერიამ 2021 წლის 12 თებერვალს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების შესასრულებალად 34,968,999 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT210002884) გამოაცხადა. ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, საბოლოოდ კი შპს Construction Service-მა გაიმარჯვა, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება განახორციელა. თბილისის მერიასა და შპს Construction Service-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 28,319,932 ლარს შეადგენს. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 24 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. რაც შეეხება თანხის გადახდის საკითხს, ხელშეკრულების თანახმად მერია თანხას სამ ნაწილად გადაიხდის. თანხის პირველ ნაწილს, 6 მილიონ ლარს, კომპანია მიიღებს 2021 წელს, 2022 წელს მიიღებს 14 მილიონ ლარს, ხოლო თანხის ბოლო ნაწილს, 8 მილიონ ლარს მერია კომპანიას 2023 წელს გადაუხდის. კომპანია “შპს Construction Service”-ი (404935647) 2012 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, მათ შორის ბოლო ცვლილება 2019 წელს განხორციელდა, რის შედეგადაც კომპანიის მესაკუთრეთა შემადგენლობა შეიცვალა. მიმდინარე მონაცემებით კომპანიის წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: კომპანიის 55%-ის მესაკუთრეა გიორგი გაბუნია, 5% წილის მესაკუთრე - თამაზ ცვარიანი, ხოლო კომპანიის 40%-ს კომპანია შპს ქისთოუნ ქონსთრაქშენი ფლობს. კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე და დირექტორი, გიორგი გაბუნია, ქართული ოცნების შემომწირველია. მან ქართულ ოცნებას 2016 წელს 59,000 ლარი შეწირა. კომპანიის 40%-ის მფლობელი შპს ქისთოუნ ქონსთრაქშენი 28.06.2019 წელს დაარსდა, დაარსებიდან თითქმის 2 თვეში კომპანიამ Construction Service-ის 40%-იანი წილი 1,360,000 აშშ დოლარად შეიძინა. შპს ქისთოუნ ქონსთრაქშენის მესაკუთრეთა სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი პერტაია(35001016408) 12.5% გივი კუბლაშვილი(60001000335) 12.5% თემურ ანჩაბაძე (01201143020) 75% გივი კუბლაშვილი თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, ის აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა 2015-2018 წლებში. ამასთან, გივი კუბლაშვილმა ქართულ ოცნებას 2020 წელს 60,000 ლარი შეწირა. აღსანიშნავია, რომ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2014-2015 წლებში გივი კუბლაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ კომპანიაში, შპს ელიტა ბურჯში მუშაობდა შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსად. კიდევ ერთი, ამჯერად მოქმედი თანამდებობის პირია გიორგი პერტაია. გიორგი პერტაია 2011-2012 წლებში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა. 2012 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო. გივი კუბლაშვილის მსგავსად ისიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. იგი 2018-2019 წლებში ბანკი “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2019 წლის ივლისიდან კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. შპს Construction Service-ი ტენდერებში მონაწილეობის მიღებას 2014 წლიდან იწყებს და დღემდე ჯამში ბიუჯეტიდან 81,327,678 ლარი აქვს მიღებული, მათგან 62 მილიონ ლარზე მეტი 2019-2021 წლებში მიიღო. კომპანიას გამარტივებული შესყიდვების შედეგადაც მიღებული აქვს 664,313 ლარი. წყარო: ტენდერი - NAT210002884 რეესტრის ჩანაწერები https://bit.ly/3u1q5kK ტენდერები https://bit.ly/39uuXHe გიორგი პერტაია https://bit.ly/3doowGD გივი კუბლაშვილი https://bit.ly/3m6UkE4 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-04/175582599_2934282176847213_1210768104004265319_n.jpegაპრილი 2021 2021 Author სალომე კვირიკაშვილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა