Guest Merlin Posted 21 აპრილი, 2021 Posted 21 აპრილი, 2021 ლუქსის კლასის პროდუქციისა და ფუფუნების საგნების მწარმოებელი სამი კომპანია – LVMH, Prada და Cartier გაერთიანდნენ. ისინი გაყალბებასთან ბრძოლასა და პროდუქციის ნამდვილობის დადგენას ბლოკჩეინის გამოყენებით გეგმავენ. კომპანიებმა კონსერციუმი Aura Blockchain Consortium შექმნეს. კოლექტიური ძალისხმევა მიმართულია მყიდველის დარწმუნებისკენ იმაში, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქტი ნამდვილად მწარმოებელ ბრენდს ეკუთვნის. ბლოკჩეინის გამოყენების მიუხედავად, კომპანიებმა განაცხადეს, რომ ისინი კრიპტოვალუტებს გადახდის მეთოდის სახით არ განიხილავენ. LVMH-ის პრესრელიზში ნათქვამია: „ბრენდები LVMH: Hublot, Bvlgari და Louis Vuitton პლატფორმაზე უკვე გააქტიურდნენ. Hublot-მა აამოქმედა ციფრული გარანტია, რომელიც Aura-ს ინფრასტრუქტურაში ინახება და მომხმარებლებს სმარტფონით გადაღებული ფოტოს მეშვეობით საკუთარი საათის ნამდვილობის შემოწმების საშუალებას აძლევს.“ სტატისტიკური ფირმის Bain&Company ბოლო მონაცემებით, ფუფუნების საგნების ბაზარი კვლავაც მომგებიანია. 2019 წლის 39.7 მილიარდის მაჩვენებელთან შედარებით 2020 წელს გაყიდვები საგრძნობლად იყო გაზრდილი და 58.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ძვირადღირებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების მიერ თაღლითებთან საბრძოლველად ბლოკჩეინის გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის. წინა წლებში ბლოკჩეინის ტექნოლოგია ნამდვილობის დასადგენად საათების მწარმოებელმა ბრენდმა Breitling და პრემიუმ კლასის ვისკის მწარმოებელმა William Gran&Sons- მაც გამოიყენეს. წყარო: https://bits.media The post LVMH, Prada და Cartier კონტრაფაქტულ პროდუქციასთან ბრძოლისთვის ბლოკჩეინს გამოიყენებენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა