Guest Merlin Posted 21 აპრილი, 2021 Posted 21 აპრილი, 2021 Electric Capital-ის პარტნიორი და თანადამფუძნებელი, კერტის სპენსერი (Curtis Spencer) ფიქრობს, რომ მთავრობებს შეუძლიათ ბოლო მოუღონ ბიტკოინის არსებობას, თუ სამაინინგო საქმიანობას აკრძალავენ. სპენსერის აზრით, სურვილის შემთხვევაში სამთავრობო ორგანოებს ბიტკოინის გასანადგურებლად ქსელზე ძვირადღირებული თავდასხმა სულაც არ დასჭირდებათ. საკმარისი იქნება კრიპტოვალუტების მოპოვებაზე მკაცრი რეგულაციების შემოღება. სპენსერს მაგალითად ახლახანს ჩინეთის სინჯიანგის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია მოჰყავს, როდესაც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ჩინური სამაინინგო პულების ჰეშირების სიმძლავრე მკვეთრად დაეცა. ანალიტიკოსების აზრით სწორედ ამან გამოიწვია ბიტკოინის კურსის 50930$-მდე დაცემა. სპენსერის მოსაზრებით, ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობას არაფერი უშლის ხელს იმაში, რომ ბიტკოინის ჰეშრეითის დაცემისთვის ელექტროენერგია შეზღუდოს: „თუ აშშ და ყაზახეთი მაინინგს აკრძალავენ, ბიტკოინის ჰეშრეითი 80-90%–თ დაეცემა. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიტკოინი არსებობას მთავრობების გულმოწყალებას უნდა უმადლოდეს.“ წყარო: https://bits.media The post „ბიტკოინი არსებობას მთავრობების გულმოწყალებას უნდა უმადლოდეს“- Electric Capital-ის თანადამფუძნებელი appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა